საზამთრო – დიეტური საჭმელი
ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენ ხშირად უპირატესობას საზამთროს ვანიჭებთ. ჯერ კიდევ 4000 წლის წინ, ძველი ეგვიპტელები სიამოვნებით მიირთმევდნენ.
თუ გსურთ გახდეთ, დაიცავით საზამთროს დიეტა. ამ დროს ინტენსიურად გამოიდევნება სითხე, იწმინდება ორგანიზმი ტოქსინებისაგან, მცირდება თირკმლების დატვირთვა, არ გროვდება ცხიმი, ფოლიუმის მჯავა, რომელსაც საზამთრო შეიცავს, ანეიტრალებს ზედმეტ მჟავას, რო...
მელიც ორგანიზმში გროვდება საკვები პროდუქტებიდან (კვერცხი, თევზი, პური და ხორცი).
საზამთრო, როგორც შერდმდენი, სითხესთან ერთად ორგანიზმიდან გამოდევნის გულისთვის საჭირო ნატრიუმსა და კალიუმს ამიტომ გულ–სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებმა ზომიერად უნდა მიირთვან. საზამთროს დიეტა არარეკომენდირებულია მათთვის, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვთ, დიაბეტიკებისათვის, კუჭუკანა ჯირკვალით და პიელონეფრიტით დაავადებულთათვის.
საზამთრო ეფექტური ჭიის წამალია. მისი გამოყენება შესაძლებელია შაკიკის დროს. თუ ქორფა საზამთროს ქერქს შიგა მხრიდან საფეთქლებსა და შუბლზე 20–30 წუთით დაიდებთ და შეიკრავთ შემოტევა გაგივლით.
საზამთრო ასუფთავებს ორგანიზმს, განტვირთავს ზედმეტი სიცხისაგან, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე ადამიანს იცავს სკლეროზისაგან, სიმსივნეების წარმოქმინსაგან და გასუქებისგან.