



თუ ემზადებით გამოცდისათვის და ვერ ახერხებთ კონცენტრირებას, გული არ გაიტეხოთ. შესაძლოა თქვენს ორგანიზმს აკლია აუცილებელი ნივთიერებები. ამიტომ გაეცანით პროდუქტებს, რომლებიც მოგეხმარებიან ტვინის მუშაობის აქტივირებაში.
ლიდერი მათ შორის არის კაკალი, რომელიც ააქტივებს თავის ტვინის მუშაობას, კერძოდ აჩქარებს აზროვნების პროცესს, აღქმის უნარს და აუმჯობესებს მახსოვრობას.
ფასდაუდებელია ნატურალური ფუტკრის თაფლის როლი აქტიური ინტელექტუალური მუშაობისათვის. თაფლი შეიცავს გლუკოზას და ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ის ეხმარება თავის ტვინს ინფორმაციის ათვისების და შენახვის პროცესების აქტივირებაში. თაფლს აგრეთვე აქვს დაძაბულობის მოხსნის თვისება, რაც ახასიათებს „მნიშვნელოვანი დღის“ მოლოდინს. მსგავსი თვისება ახასიათებს აგრეთვე შოკოლადს.
ბრწყინვალე დამხმარე ფსიქიური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის არის ლიმონი. მისი წვენი უკვე მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ხელს უწყობს თავის ტვინისათვის აუცილებელ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც განაპირობებენ კონცენტრაციის უნარს, ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას. ეს თვისება ლიმონს გააჩნია მასში კრემნის ბიოფორმის და „C“ ვიტამინის არსებობის გამო.
კვების რაციონში, რომლებიც აუმჯობესებენ თავის ტვინის მუშაობას შედიან აგრეთვე შემდეგი პროდუქტები: კვახი, მაღალცხიმიანობით გამორჩეული თევზები (სელდი, ზუთხი, სკუმბრია), ყველი და ბოლოს უცხოეთში ამ დანიშნულებით განსაკუთრებულად დაფასებული იმბირი.