კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი (კმს)
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა. იგი კომპიუტერის გარეშე უკვე ერთ წუთსაც კი ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ ისწრაფვის. შედეგად კი საფ...
რთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. ძირითადი სიმპტომებია: მხედველობითი დისკომფორტი, კითხვის გაძნელება, მხედველობის პერიოდული “დაბინდვა”, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში და ა.შ.
ეს პრობლემა ოფთალმოლოგებმა შეისწავლეს და შედეგად დადგინდა, რომ:
1. კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას. დღეში საშუალოდ 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია იცვლება უარყოფითისკენ საშუალოდ 0,25 დიოპტრიით, ეს კი ახლომხედველობის განვითარების აშკარა წინაპირობაა.
2. ნებისმიერი ტიპის მონიტორი თვითმნათი ხელსაწყოა, ამიტომ მონიტორზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე მოქმედებს.
3. მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანა გარსის გაშრობას.
კომპიუტერული მხედველობითი სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:
1. კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა და კმს პროფილაქტიკა;
2. პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;
3. ადეკვატური ოპტიკური კორექცია;
4. მედიკამენტოზური მკურნალობა;
კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა და კმს პროფილაქტიკა გულისხმობს:
1. მონიტორის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნილებებს. კერძოდ, შედარებით “უსაფრთხო” მონიტორის მინიმალური პარამეტრებია: დიაგონალი 17 ინჩი, გარჩევადობა 1280×1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე 100ჰც.
2. მონიტორთან მუშაობისას საშუალოდ ყოველ 20-30 წუთში აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მხედველობის მოკლეხნიანი კონცენტრირება შორს მყოფ საგნებზე.
3. 15-დუიმიან მონიტორამდე თვალების დაშორება უნდა იყოს სულ მცირე 35-40 სანტიმეტრი, ხოლო 17 და 19 დუიმიანთან მონიტორთან კი – 50-60 სმ.
4. არასასურველია 6-7 წლამდე ბავშვების დაშვება კომპიუტერთან, 7-დან 12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისათვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე მოზარდთათვის კი – დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათისა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა ასაკში კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლინებისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ ბავშვი დაიშვება მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებზე.