სიცხეში სწორად კვების წესი

როგორ ვიკვებოთ სიცხეში ორგანიზმის დაძაბვის გარეშე? რომელი საკვები და სასმელი დაგვეხმარება სიცხის უკეთ გადატანაში?

ზაფხულში ბალანსირებული რაციონის დაცვა სრულებით არ არის რთული, თუმცა ზოგიერთი ნიუანსი არსებობს. თუ ზამთარში ორგანიზმი გასათბობად მეტ ცხიმსა და კალორიას ითხოვს, ზაფხულში ზედმეტი დატვირთვა არაფერში სჭირდება. სჯობს, ხილსა და ბოსტნეულს მიეძალოთ. ორგანიზმს სიცხის გადატანა რომ გაუადვილდეს, ეცადეთ, თქვენს რაციონში კორექტირება შეიტანოთ. შეძლებისდაგვარად უარი თქვით ცხიმიანსა და შემწვარ პროდუქტებზე. უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს.

გთავაზობთ სწორი კვების 5 წესს:

წესი 1 – სიცხეში ჩვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობი სითხეს კარგავ, ამიტომ აუცილებელია მისი შევსება. წყურვილს ყველაზე კარგად კლავს ჩვეულებრივი წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი. სიცხეში რეკომენდირებულია 100-200გრ ცივი სასმელის დალევა ყოველ 40-50 წუთში.

წესი 2 – როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ენერგიის საჭიროება ზაფხულში ეცემა 5%-ით, შესაბამისად ორგანიზმს სიცხეში რაც შეიძლება დაბალკალორიული საკვები უნდა. უნდა დავივიწყოთ შემწვარი ხორცი, ნამცხვრები, ბლინები. გამოვიყენოთ ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.

წესი 3 – სიცხე ორგანიზმისათვის ნამდვილი გამოცდაა. ჩვენ ამ პერიოდში განვიცდით უმადობას, ხოლო როცა შევჭამთ მუცელში სიმძიმეს ვგრძნობთ. კარგი იქნება თუ კვების რაჟიმს დავალაგებთ. საუზმე კარგია დილით ადრე 6.00-7.00 საათზე. სადილი-ადრე შუადღისათვის 11-11.30-ზე. ვახშამი 18.00-ზე. ხოლო ის ვინც ცარიელი კუჭით ვერ იძინებს 21.00-22.00-ზე ვახშმობას ვურჩევთ.

წესი 4 –  თუ ცივ სეზონზე საუზმე ტრადიციულად დაკავშირებულია ნახშირწყლებთან, სიცხეში სჯობს ნახშირწყლიანი საკვები მივიღოთ სადილისას. სადილად შეიძლება მივირთვათ ხილისა და ბოსტნეული სალათა, წიწიურა, ბრინჯი ისე, რომ მუცელში სიმძიმის შეგრძნბისა არ შეგვეშინდეს.  ხორცეული და თევზეული უკეთესი იქნება საუზმეზე ან სადილზე. ძილის წინ კი კარგი იქნება თუ შიმშილს მოვიკლავთ რძი პროდუქტების დახმარებით.

წესი 5 – ჩვენი სხეული კარგავს ძვირფას ვიტამინებსა და მინერალებს. შედეგად, ჩვენ განვიცდით დაღლილობას, დასუსტებული იმუნიტეტი გვაქვს, შეიძლება განვითარდეს ვიტამინის დეფიციტი. სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად, ჭამეთ შეუზღუდავად ახალი სეზონური ხილი, სვით ახალი წვენები, წყალი და მწვანე ჩაი.