


ტროპიკული ხილის მეფე, ანანასი შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას. ანანსის სამშობლოდ ითვლება ბრაზილია. ანანასის მომჟავო-ტკბილი ქარვისფერი რბილობი სასიამოვნო საჭმელია, ხოლო სასიამოვნოზე მეტად სასარგებლოა, ანანსასის რბილობში 87% წყალია, 12-15% ფრუქტოზა, ორგანული მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, PP, პროვიტამინი A, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, იოდი. ანანასისი ნაყოფის ან წვენის მიღება დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ასტიმულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში.
ანანასი სასარგებლოა ბრონქიტებისა და შეკრულობის დროს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, თირკმელების მუშაობას. იგი შეიცავს ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, ხოლო ეთერზეთები ასუფთავებს ლორწოვან გარსს. ამიტომ ანანასის წვენის ყელში გამოვლება შეიძლება ანთებითი დაავადების დროს. თუმცა შესაძლებელია ეთერზეთებმა გააღიზიანოს საყლაპავის და კუჭის ლორწოვანი გარსები. ეს უნდა გაითვალისწინონ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ანანასი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა, უმჯობესია ბავშვებმა თავი შეიკავონ მისი დაგემოვნებისგან 3 წლამდე. სამი წლის შემდეგ კი შეგიძლიათ გაასინჯოთ, ისიც მცირე ულუფის სახით.