ბედნიერების ჰორმონები
ბედნიერება – ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი შინაგან კმაყოფილებას განიცდის, რაც მის ცხოვრებას შინაარსიანს და მიზანდასახულს ხდის. თანამედროვე მედიცინა ხსნის ბედნიერების ფიზიოლოგიურ მექანიზმებს. კერძოდ, ბედნიერების განცდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნივთიერებები–ენდორფინები (ენდოგენური მორფინი, ბუნებრი...
ვი ნარკოტიკული ნივთიერება). მისი როლი, როგორც „ბედნიერების ჰორმონის“, დიდი ხანია დამტკიცებულია. ენდორფინები მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამომუშავდებიან თავის ტვინში (ჰიპოფიზში), რომლებსაც შეუძლიათ მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირება და ადამიანის ემოციური მდგომარეობების გაუმჯობესება. მათი უკმარისობა იწვევს გუნება–განწყობის დაქვეითებას, აპათიას და დეპრესიას.
ენდორფინების მოქმედების მექანიზმი იგივეა რაც ნარკოტიკული ნივთიერებების. იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ ენდორფინების პროდუქციის სტიმულირება, სულაც არ არის საჭირო რაიმე ექსტრემალური ქმედებების ჩადენა ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. არსებობს უამრავი უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი, რომლებიც ენდორფინების გამონთავისუფლებას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, საკუთარი აზრის კონტროლი და უარყოფითი მოსაზრების გაჩენისთანავე მისი დადებითით შეცვლა. ასევე ენდორფინების გამონთავისუფლებას ხელს უწყობს სპორტი, ხელოვნება, შოკოლადის ზომიერად მიღება, ულტრაიისფერი სხივები.დიდი რაოდენობით ენდორფინები გამოიყოფა კოცნის დროს, რის გამოც აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, ამიტომაც იცავს კბილებს კარიესისაგან.
ენდორფინების დონის მომატება სისხლში შეუძლია სხვადასხვა საკვებს მაგალითად: მდოგვს, ბანანს, ძეხვს, წიწაკას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური რაციონით შეიძლება ხელი შევუწყოთ ჩვენი გუნება–განწყობილების გაუმჯობესებას.