ნატურალური წვენები
მიირთვით ნატურალური წვენები ყოველდღიურად და აღივსეთ ენერგიით და ვიტამინებით. ნატურალური წვენები შეიცავენ უამრავ ვიტამინს და ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებს. ყოველი დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა ნატურალური წვენით.რა თქმა უნდა საუზმის შემდეგ. მრავალფეროვნებისთვის, ყოველ დღე მიიღეთ სხვა და სხვა ხილის ან ბოსტნეულის წვენი. წვენები გამოწურეთ კარგად გარე...
ცხილი და ჯანმრთელი ხილ-ბოსტნეულისაგან.
დასავლეთში და ევროპის მრავალ ქვეყანაში საუზმეზე ფორთოხლის ნატურალური წვენის მიღება უკვე ტრადიციაა. დიეტოლოგების აზრით, საუზმეზე ფორთოხლისა და გრეიფრუტის ნატურალური წვენის მიღება მთელი დღის განმავლობაში ენერგიულობისა და მხნეობის გარანტიაა.
ინგლისელები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანი დღეში ერთ ვაშლს მიირთმევს, ეს გარანტიაა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ვაშლის ნატურალური წვენი გაჯერებულია ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აძლიერებენ იმუნურ სისტემასაც.
ნატურალური წვენებით თერაპიას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მკურნალობის ეს მეთოდი გარკვეულ შეზღუდვებს და ზომიერების დაცვას მოითხოვს. მაგალითად, კატოფილის ნატურალური წვენი არტერიულ წნევას დაბლა სწევს. არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა სახამებელი.სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სტაფილოს წვენის მიმართაც. ჭარბად მისი მიღება პირდაპირი გზაა ჰიპერვიტამინოზისაკენ.