გაზიანი სასმელები
ჩვენი ორგანიზმის 60% წყალია. წყალმარილოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად ადამიანი ყოველდღე სვამს წყალს, ყავას, ჩაის, ლუდს, წვენებსა და გაზიან სასმლებს. ყველა ეს სასმელი, გარდა წყლისა, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ კი ნეგატიურს, რაც მიღებული სასმლის მოცულობასა და გამოყენების რეგულარულობაზეა დამ...
ოკიდებული.
მოზრდილ ადამიანს დღის განმავლობაში ცოტაოდენი გაზიანი სასმელი ნამდვილად არაფერს ავნებს, მისი დიდი რაოდენობით მიღება კი სახიფათოა. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მოზარდებში აგრესიის გამოსაწვევად მხოლოდ ალკოჰოლი არაა აუცილებელი. არანაკლები აგრესორია გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ.
გამაგრილებელი სასმელების უმეტესობა კოფეინს მცირე დოზით შეიცავს. ეს მცირე დოზა კი შეიძლება დასაშვებზე საკმაოდ მეტი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბევრ გაზიან სასმელს სვამს.
გაზიანი სასმელები მავნეა კბილებისთვისაც, რადგან გარკვეული რაოდენობით შეიცავს ნახშირორჟანგს, რაც თავად უვნებელია, მაგრამ აირის დიდი კონცენტრაცია იწვევს ემალის დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს აწეულ მგრძნობელობას ტემპერატურულ გამღიზიანებელზე (ცივი და ცხელი). განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბავშვების კბილები, ჩამოუყალიბებელი მინანქრით.
როგორც კბილებისათვის, ასევე მთელი ორგანიზმისათვის სასარგებლოა ადამიანისათვის საჭირო ვიტამინებით მდიდარი ნატურალური წვენები.