ლუდი
თითქმის ემთხვევა ერთმანეთს დედამიწის შექმნისა და ლუდის წარმოების ტრადიცია. დღევანდელი ლუდი წინამორბედისაგან გემოთი რა თქმა უნდა განსხვავდება, მაგრამ რიგ ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ ის უძველესი რეცეპტები, რითაც მას ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ. თანამედროვე ალკოჰოლიანი ლუდის გამომგონებლად ბავარიელებს მიიჩნევენ.
...
ნამდვილი ლუდისათვის აუცილებელია 9 კომპონენტის არსებობა. როგორიცაა წყალი, მუხუდო და სხვადასხვა სუნელი. წყალი ლუდში დაახლოებით 90%-ია,ამიტომ მას ლუდის შემადგენლობაში წამყვანი ადგილი უკავია. ხშირად მუხუდოს სხვადასხვა თავთავიანი კულტურით ცვლიან. ლუდის ხარისხს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაფილტვრის ტექნოლოგიები განსაზღვრავს. მის შემადგენლობაში, რიგ ქვეყნებში სხვადასხვა კომპონენტებს უმატებენ.
კარგ ლუდს ქაფი 3წთ-ზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, იგი უნდა იყოს თეთრი, მკვრივი და შედგებოდეს პატარა ბუშტულებისაგან. ნაბახუსევზე ლუდი იმ შემთხვევაში შველის, თუ მას გაზგამოცლილს მივერთმევთ.
ლუდი დაბალტონუსიანი, მატონიზირებული გამაგრილებელი სასმელია. იგი ადამიანში მადას აღვიძებს და საკვების მონელების პროცესს უწყობს ხელს. წყაროებიდან ცნობილია, რომ ცხელი ლუდი კბილის ტკივილს აყუჩებს, ამასთანავე ყელის ტკივილსაც კურნავს. ლუდს აგრეთვე ქოლერის წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებენ.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ლუდი არც წონის მომატებას იწვევს, რადგან თუ კალორიების მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი არ აღემატება ხილის წვენის ან გაზირებული შაქრიანი წყლის კალორიულობას. აქ, რასაკვირველია უნდა გამოვრიცხოტ შავი ლუდი, რომელიც კალორიებით მდიდარია. აქვე დასძენენ, რომ ორგანიზმი 1 ჭიქა კოკა-კოლას უფრო მძიმედ გადაამუშავებს, ვიდრე 3ლ ლუდს.