წყალი - გახდომის მთავარი ელემენტი
 ზედმეტი წონა -დედამიწაზე მრავალი ადამიანის ტანჯვის მიზეზია. ბევრის ოცნებაა მოიცილოს ზედმეტი კოლოგრამები. დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც ეხმარება ზედმეტი ცხიმის დაკარგვას. მეცნიერების აზრით, გახდომის ყველაზე მთავარ წყაროს წყალი წარმოადგენს. მისი დეფიციტი აფერხებს ნივთიერებათა ცვლას და ცხიმის დგროვებამდე მივყავართ. დღის განმავლობაში ადამიანმა არანაკლები 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს, რაც ეხმარება ორგანიზმიდან შლაკის გამოდევნას და ცხიმოვანი უჯრედების რღვევას. ასევე აუცილებელია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცილები აქტიურად მონაწილეობენ ცხიმის დაწვის პროცესში, იმ დროსაც კი თუ ადამიანი ფიზიკური ვარჯიშით არ არის დაკავებული. ცილებს შეიცავს ისეთი პროდუქტები როგორიცაა: თევზი, ქათმის თეთრი ხორცი, ინდაური და კვერცხის ცილა. ნუ დაივიწყებთ ბოსტნეულს - მწვანე ბარდა, კიტრი, პილპილი, ბროკოლი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური -ასევე ეხმარება ზედმეტი წონის მოცილებას და ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებას. იდეალურ დიეტურ პროდუქტად ითვლება ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი. საკმარისია უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება ან მიირთვათ 10-12 ზეთისხილი. ცხიმებს საუკეთესოდ წვავს ანანსი, მწვანე ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენს ვიტამინ С -მიიჩნევენ კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტები. მათი აზრით, ის აიძულებს ნივთიერებათა ცვლას დღის განმავლობაში დამატებით 100 კალორია დაწვას.
2013-03-28დაწვრილებით

კიდევ ერთი სიახლე ჩაის შესახებ
იმ ადამიანებს, რომლებიც სვამენ დღეში 4 ჭიქა ჩაის, ინსულტის განვითარების რისკი უმცირდებათ 21%–ით. სტოგჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ ამ დასკვნამდე იმ კვლევების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა 75000 ადამიანი. როგორც აღმოჩნდა ჩაის შემცველობაში შედის ნაერთები სახელწოდებით „ფლავონოიდები“, რომლებიც სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის და თავის ტვინისათვის.
2013-02-04დაწვრილებით

რჩევები შრომის ჰიგიენიდან
1.   თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომას, მაშინ თქვენი ხერხემალი ყოველდღიურად დიდი დატვირთვის ქვეშ არის, რის გამოც საღამოს ზურგი დაღლილია და ხშირად გტკივათ კიდეც. დაზოგეთ ხერხემალი და დაეხმარეთ მას განტვირთვაში.ა) პერიოდულად დაეყრდენით რამე საგანს ან ფეხით ან ხელით. განსაკუთრებით სასარგებლოა ხერხემლისთვის დავდგათ ერთი ფეხი მაღალ ზედაპირზე, მაგალითად კიბის საფეხურზე ან დაბალ სკამზე. ბ) ხშირად ეცადეთ მიეყრდნოთ ან დაეყრდნოთ სხვადასხვა ავეჯს, ესეც ეხმარება ხერხემალს განტვირთვაში.2. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს ხანგრძლივად ჯდომას, ისწავლეთ სწორად დაჯდომა და ადგომა. ამ შემთხვევაში თქვენ აარიდებთ ხერხემალს ზედმეტ დატვირთვას. ა) არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ სკამზე ან სავარძელში მოწყვეტით, რადგანაც მალთაშუა დისკი განიცდის ამ დროს ზედმეტ დაწოლას.ბ) არ იჯდეთ ხანგრძლივად ერთი და იგივე პოზაში;გ) აუცილებლად დაეყრდენით სკამის სახელურს ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში საკუთარ მუხლებს დაჯდომის და ადგომის დროს.3. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ მუშაობას, უნდა აარიდოთ ხერხემალი ზედმეტ დატვირთვას. ა) სამეურნეო იარაღებს უნდა ჰქონდეთ გრძელი სახელური, რაც საშუალებას მოგცემთ ხერხემალი გეჭიროთ სწორად და დატვირთვა ამ დროს ნაწილდება თანაბრად.ბ) ტვირთის აწევის და გადატანის დროს აუცილებლად უნდა ეცადოთ წონა განაწილების თანაბრად ორივე კიდურზე და ხერხემალი იყოს სწორად.
2013-01-16დაწვრილებით

კვების რეჟიმი:
კვების სწორ რეჟიმს დიდი მნიშვნელობა აქვს  თქვენი ორგანიზმისათვის. ოპტიმალურ რეჟიმად ითვლება  ოთხჯერადი კვება. ოთხჯერადი კვების დროს, საჭმლის  მომნელებელი ტრაქტი თანაბრადაა დატვირთული და  საკვებიც სრულად გადამუშავდება.სამწუხაროდ, დღეში ოთხჯერ კვებას ცოტა თუ ახერხებს. ადამიანთა უმეტესობა დღეში 3–ჯერ იკვებება. სამჯერადი კვებისას მნიშვნელოვანია კვებათა შორის პერიოდი არ აღემატებოდეს 6 საათს, სასურველია თანაბარი დროის პერიოდებში კვება. საკვების დღიური მოცულობა ასე უნდა განაწილდეს:პირველიკვება – 30-35% – საუზმემეორეკვება – 35-40% – სადილიმესამეკვება – 25-30% – ვახშამიდღეში ორჯერ კვება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.მნიშვნელოვანია საკვები ყოველიურად ერთი და იგივე დროს მიღება. ეს უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის რიტმულობას. ორგანიზმი “იმახსოვრებს” კვების დროს და წინასწარ “ემზადება” საჭმლის გადამუშავებისათვის.კვების რეჟიმის დაუცველობა ნეგატიურად აისახება მთელ ორგანიზმზე, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას და შესაბამისად, გვევლინება ჭარბი წონის მიზეზად.
2012-12-26დაწვრილებით

მანდარინი
მანდარინი ციტრუსთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი შეიცავს  С ვიტამინის დიდი მარაგი. გარდა ამისა, ეს ნარინჯისფერი ხილი შეიცავს D ვიტამინს, რომელიც რაქიტის საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა და К ვიტამინს, რომელიც განაპირობებს სისხლძარღვების ელასტიურობას. რაც შეეხება ნიტრატებს, ისინი მანდარინში არასდროს არ არის, ვინაიდან ეს მავნე ნივთიერება ვერ ”ხარობს” ლიმონმჟავასთან ერთად.მანდარინი შეიძლება გამოყენებული იქნას სამკურნალო მიზნით:მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია.მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას;მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას.კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით;დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა;მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებით;მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;მანდარინში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებენ გუნებ-განწყობას;დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად;მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.
2012-12-26დაწვრილებით

ალოე
ალოე არის 100 წლოვანი მცენარე, რომელსაც ასევე აშენებენ ბინებში და ორანჟერიებში. იგი საქართველოში ცნობილია როგორც ოპთახის კულტურა. მას ხშირად „სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ელექსირსაც“ უწოდებენ. მისი სამშობლო სამ... ხრეთ აფრიკაა.ალოე არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახიდან. მას აქვს გრძელი და შუბივით წამახვილებული, ხორციანი და კიდეკლდიანი ტოტები წითელი, ნარინჯისეფერი ან ყვითელი მილისმაგვარი ყვავილებით შეკრული ყვავილედად ან მტევნებად.იგი უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. მას წარმატებით იყენებდნენ ეგვიპტელები, რომაელები, არაბები, ჩინელები, ბერძნები. სილამაზით ცნობილი ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა სახეზე ისვამდა ალოესგან მომზადებულ მალამოებსა და ნელსაცხებლებს. ალოეს XIX საუკუნეში იყენებდნენ როგორც საფაღარათო საშუალებას. დღესდღეისობით კი მედიცინაში მისი გამოყენების სფერო მეტად მრავალფეროვანია. თანამედროვე მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება როგორც წვენის, ასევე პრეპარატების სახით. მას გააჩნია ბაქტერიუციდული და ბაქტერიოსტატიული თვისებები. იგი აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეფტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. გააჩნია კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას. ალოეს პრეპარატები გამოიყენება სხივური დაზიანების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს; მას ხშირად ხმარობენ ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროსაც. ალოეში შედის ანტრაგლიკოზიდი - ალოინი, რაც განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ალოეს წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზის, ქრონიკული ბრონქიტის დროს; დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკურ საშუალებებში. ალოეს წვენის მოსამზადებლად უნდა ავიღოთ მცენარის შუა და ქვედა ნაწილები. ეს უნდა მოხდეს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, რაც შემდეგნაერად კეთდება: უნდა შევაგროვოთ ქვედა და ღეროს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელთა სიგრძე 18 სმ.-ს აღწევს და ასაკით სამი წლისაა. კარგად უნდა გავრეცხოთ ადუღებული ცხელი წყლით; დავჭრათ პატარა 0,2-0,3 სმ. ზომის ნაჭრებად. შევახვიოთ დოლბანდში და გავწუროთ. იგი უნდა იქნეს მიღბული 1ჩ/კ 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე. მისი გამოყენება ეფექტურია ბრონქიტის და გასტრიტის დროს. სინუსიტის შემთხვევაში რეკომენდირებულია 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 სთ.-ის ინტერვალით. ალოეს წვენს იყენებენ აგრეთვე დაჩირქებული ჭრილობების და დამწვრობის შემთხვევაში. ალოეს წვენში დასველებულ დოლბანდს ან ბამბის ტამპონს პირდაპირ აწვეთბენ კანის დაზიანებულ ადგილას.ასევე ალოეს ნიღბები გამოიყენება კანის ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ. ალოეს წვენს ურევენ ღვინოში და მას არაჩვეულებრივი ეფექტურობა გააჩნია თმის ცვენის დროს. თმის ზრდის სტიმულირებისათვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ალოეს ფოთლები ვხარშოთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით გავწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-3-ჯერ. ამერიკაში და ევროპაში ალოესაგან დამზადებულ პრეპარატებს თვლიან გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებებად.
2012-11-17დაწვრილებით

კეთილშობილი დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები
დაფნა წარმოადგენს სასიამოვნო სურნელის მქონე, ეთერზეთოვან დეკორატიულ მცენარეს, რომელსაც საგემოვნო თვისებებიც აქვს. დაფნის გვირგვინი და ტოტი ძველთაგანვე დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის – აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო, ხოლო დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლების, ათლეტურ თუ პოეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლო იყო და არის. იგი უძველეს კოლხეთში მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის უძველესი ბინადარი იყო და მედეა მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. მას სიმბოლური მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს. ბრიტანეთში ლითონის მონეტებზე მონარქთა გამოსახულებებს დაფნის გვირგვინი ამშვენებს. ასევე „ფიატისა“ და „მერსედეს–ბენცის“ ემბლემებზეც დაფნის ფოთლებია გამოსახული.კეთილშობილი დაფნა 8-10მ. სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა დაფნისებრთა ოჯახიდან. იგი შეიძლება იყოს ხეც და ბუჩქიც. ზოგჯერ ტყეში 18მ. სიმაღლის ხეებიც გვხვდება, რომლის ღეროს დიამეტრიც დაახლოებით არის 40სმ. მუქი ნაცრისფერი ქერქით. მისი ნაყოფი არის მოშავო–მოლურჯო ფერის, სურნელოვანი ელიფსისებური ფორმის, მსხვილი კურკებით. იგი ყვავის მარტ–აპრილში, მისი ნაყოფი სექტემბერ–ოქტომბერში მწიფდება. მისი გავრცელების ადგილებია ხმელთაშუა ზღვისპირეთი, მცირე აზიის ტყეები. საქართველოში ფართოდ ვრცელდება დასავლეთ ზღვისპირეთის რაიონებში. დაფნას აქვს ბევრი სასარგებლო და სამკურნალო მოქმედება მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას.დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%) – ფიტოსტერინს. ეთერზეთების შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი, ხოლო თესლი შეიცავს 72% ეთერზეთს. ფოთლებში შედარებით მეტი ეთერზეთია (2-3,5%). იგი შეიცავს თითქმის 50%–მდე ცინეოლს და 65%–მდე კიდევ სხვა კომპონენტებს, რომელთა შორის აღმოჩენილია რუტინი. დაფნა შეიცავს ასევე C ვიტამინს დიდი რაოდენობით.დაფნისაგან დამზადებულ პრეპარატებს გააჩნიათ დამამშვიდებელი, ტკივილგამაყოჩებელი, მადენზიფიცირებელი, დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო მოქმდება. სასარგებლოა ასევე დამბლების, პარეზების, ღვიძლის და ელენთის სიმსივნეების, ყურის ტკივილის დროს. ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპასტიური ტკივილების, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლ–კენჭოვანი დაავადების დროს.პრაქტიკულ მედიცინაში იყენებენ დაფნის ფოთლების ნაყენს, ნახშირს, სპირტხსნარს და ზეთხსნარს.დაფნის ზეთხსნარი შემდეგნაირად მზადდება: წვრილად დაქუცმაცებული 30გ. დაფნის ფოთოლი მოვათავშოთ ჭურჭელში, დავასხათ სელის ან მზესუმზირის ზეთი და დავდგათ ბნელ ადგილას 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამკურნალო საშუალება ჭრილობაზე დასადებად, შხამიანი მწერებისა და გველის ნაკბენის დროს.
2012-11-10დაწვრილებით

ბულგარული წიწაკა და მისი სასარგებლო თვისებები ადამიანის ორგანიზმისათვის
ბულგარული წიწაკა თავისი მდიდარი შემადგენლობით ფასდაუდებელი ბოსტნეულია. ეს არაჩვეულებრივი ბუნებრივი „პოლივიტამინური“ პრეპარატი თვით ბუნებამ შექმნა. თუმცაღა ბულგარული წიწაკის სამშობლოა ამერიკა, სადაც იგი ბუჩქებად ხარობს, მას ეწოდება ბულგარული, რაც დღემდე გაურკვეველია. სელექციონერებმა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად არაერთი ჯიში გამოჰყვეს. მათი გარჩევა ჩვენ მხოლოდ ფერითა და (ყვითლიდან დაწყებული ყავისფერი ფერის ჩათვლით) ფორმით შეგვიძლია. ბულგარული წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (1-2 წიწაკაში არის C ვიტამინის ყოველდღიური საჭირო დოზა); განსაკუთრებით იგი დიდი რაოდენობითაა ნაყოფის ყუნწის სიახლოვეს. C ვიტამინის შემცველობით იგი მართლაც რომ რეკორდსმენია. ამ თვალსაზრისით იგი ლიმონსა და მოცხარს 3-ჯერ აჭარბებს, ასევე მდიდარია P ვიტამინით, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს და ზრდის მათ ელასტიურობას. იგი ასევე ჭარბად შეიცავს კაროტინს და B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, რკინას, იოდს, კალციუმს და მაგნიუმს.წიწაკაში უხვადაა კაროტინი (წითელ ნაყოფში სამჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში) მასში ასევე შედის გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ცილები, ცხიმები. მისთვის დამახასიათებელ და საუცხოო გემოს განაპირობებს ალკალოიდი – კაპსაიცინი.სწორედ მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები განაპირობებენ ადამიანისათვის ბევრ კარგ სარგებელს. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ხოლო ვიტამინების მრავალფეროვნება ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრებას და ზრდის მათ ელასტიურობას. ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების სტრუქტურას. განაპირობებს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას და განახლებას. ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ასევე დეპრესიული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. იგი ასევე არის მადისაღმძვრელი საშუალება. ძალზედ სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, როგორც მამაკცის, ასევე ქალის ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას. გაციების დროს შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პროფილაქტიკური საშუალება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მიღება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს. კერძოდ ესენია:გულის იშემიური დაავადება;ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგია;კუჭის წყლულოვანი დაავადება ან კუჭის სხვა ჰიპერაციდული მდგომარეობები.
2012-11-03დაწვრილებით

როგორ ავარიდოთ თავი ნაწლავების დისფუნქციას
ნაწლავები ადრე საათივით მუშაობდა, უცებ კი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. მიზეზები ყველაზე ხშირად არასწორი ცხოვრების წესში იმალება. 1. დიეტები ნაწლავების მოშლილობას იწვევს.2. ნახევარფაბრიკატები.3. უჯრედისის ნაკლებობა, რაც ყაბზობასა და დისბაქტერიოზს წარმოშობს. 4. შემწვარი კერძების , მარინადების, სანელებლების ზომაზე მეტად მოხმარება.5. არარეგულარული კვება. ნაწლავებს მრავალსაათიანი შიმშილი არ უყვარს, ამიტომ ნოყიერ ვახშამს ითხოვს. უმჯობესია, დღეში 5–6–ჯერ პატარა ულუფებით იკვებოთ. 6. ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი. 7. ოყნის და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას მჟავე–ტუტის ბალანსი ირღვევა, სასარგებლო მიკროფლორა ირეცხება, ნაწლავების კედლების ტრავმირება ხდება. 8. ელემენტარული ჰიგიენის დაუცველობა. 9. სტრესები და მავნე ჩვევები. ალკოჰოლი, თამბაქო.
2012-10-30დაწვრილებით

როგორ ავიცილოთ თავიდან გულძმარვა
გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. ეპიზოდური გულძმარვა საშიში არ არის, ქრონიკული კი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად იქცეს. დადგენილია, რომ საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითებას ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები - პომიდორი, ციტრუსები, ნიორი, ხახვი, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელი (კოლა), ცხარე და ნოყიერი კერძები. გულძმარვა შეიძლება ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სტრესი ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის ჭარბ პროდუქციას და, შესაბამისად, გულძმარვას, თამბაქოს წევა კი აძლიერებს მჟავა წვენის წარმოქმნას და აქვეითებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.პირში უსიამოვნო გემო, ქრონიკული ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე... თუ ყოველ დილით ამ ჩივილებით იღვიძებთ, დიდია ალბათობა, ღამით კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში უკუამოიტყორცნებოდეს. ეს არღვევს ძილს და აუარესებს შრომის უნარს. თუ აღწერილი სიმპტომები გეცნოთ, თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება მარტივი ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ღამის გულძმარვის ეპიზოდები გავაიშვიათოთ.ამისთვის გამოიყენება ანტაციდები – პრეპარატები, რომლებიც საყლაპავ მილში მოხვედრილ მჟავას აქრობენ და კუჭში მჟავიანობას ამცირებენ. თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით. ყველაზე კარგად ეხმარება რძე, ნაღები, ხაჭო, ფაფა, კვერცხი და სხვა პროდუქტები. მთავარია, საკვები არ იყოს მჟავე, მწარე, ცხარე და მარილიანი. გულძმარვის თავიდან ასაცილებლად: ხშირად და მცირე ულუფობით ჭამეთ, საჭმელთან ერთად პატარა ყლუპობით დალიეთ წყალი. ის საყლაპავი მილის კედლებიდან მჟავიანობას ჩამორეცხავს; დალიეთ უგაზო მინერალური წყალი; ქამარს მაგრად ნუ შემოიჭრთ; მოერიდეთ ცხარე, ცხიმიან და სანელებლებიან კერძებს; გვიანი ვახშმის შემდეგ დასაძინებლად მაშინვე არ დაწვეთ, არამედ მიზანმიმართულად დაჯექით, მაგალითად, ტელევიზორის წინ ან სავარძელში წიგნით ხელში (უმჯობესია, ძილის წინ საერთოდ არ ჭამოთ).  
2012-10-27დაწვრილებით

მხედველობის შენარჩუნებისათვის ყველაზე აუცილებელი პროდუქტები
სტაფილო – სტაფილო მდიდარია ბეტა–კაროტინით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და გამოიყენება ისეთ სერიოზულ დაავადებასთან საბრძოლველად როგორიც არის კატარაქტა (თვალის ბროლის დაბინდვა). უმჯობესია ცოცხალი სტაფილოს მიღება იოგურტთან ერთად. კომბოსტო – ფოთლოვანი კომბოსტო და ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით ლუთეინს და ზეაკსანტინს, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ აუცილებელია მხედველობის სიმკვეთრისათვის. ეს ოქსიდინტები იცავენ თვალს კატარაქტისა და ასაკობრივი დეგენერაციისაგან.წითელი ლობიო – ლობიოში დიდი რაოდენობით არის ცინკი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხედველობისათვის. გარდა ამისა ლობიო ხელს უწყობს ვიტამინ A–ს მოხვდეს ღვიძლიდან თვალის გარსში მელანინის გამოსამუშავებლად, რომელიც იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. საკმარისი რაოდენობის ცინკი ეხმარება თვალს სიბნელეში ხედვაში და იცავს მას კატარაქტისაგან.მოცვი – მოცვი შექმნილია მხედველობის შესანარჩუნებლად. მასში არის ანტოციანი, რომელიც იცავს კაპილარებს, ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას და თვალის სისხლით მომარაგებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონიტორთან მუშაობისას.
2012-10-25დაწვრილებით

ფეიხოა
ფეიხოა – ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით უტოლდება ზღვის პროდუქტებს, ამასთან მას კარგად ითვისებს ორგანიზმი.იგი აგრეთვე შეიცავს C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს და ეთერზეთებს. ფეიხოას ნაყოფი სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ათეროსკლეროზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და იგი შეუცვლელია გრიპის და გაციების დროს, რადგანაც ამაღლებს იმუნიტეტს. დიდი რაოდენობით ვაშლის მჟავა, რომელსაც შეიცავს ის, ეხმარება საჭმლის მონელებას და ამცირებს წყურვილის გრძნობას, ხოლო პექტინებს გამოყავთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფეიხოა ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ქრონიკული გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, პიელონეფრიტის დროს რეკომენდირებული დღეში სამი ახალი ფეიხოას ჭამა. პოდაგრის და ქრონიკული შეკრულობის დროს ფეიხოა ხანგრძლივი დროით უნდა ჩაირთოს რაციონში. ათეროსკლეროზის შემთხვევაში კი რეკომენდირებულია თაფლიანი ფეიხოას ჭამა საუზმემდე და ძილის წინ. ზამთარში შეიძლება მურაბის სახით ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული შაქრიანი ფეიხოა მიირთვათ. 
2012-10-10დაწვრილებით

როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
ინფარქტის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელია: 1. არ მოსწიოთ; თუ ეწევით, მიატოვოთ; 2. თავი დაიზღვიოთ ყოფითი ინტოქსიკაციებისგან - უარი თქვათ ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ფსიქოსტიმულატორების გამოყენებაზე, თუ საამისოდ არ გაქვთ სამედიცინო ჩვენება; 3. თავი არიდოთ ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას; 4. მიიღოთ ჯანსაღი საკვები, აკონტროლოთ მისი შედგენილობა და კალორიულობა; 5. მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული;6. დღეში 30 წუთი დაუთმოთ ზომიერ, საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვას, მაგალითად, ფეხით სიარულს, ძუნძულს, ცურვას; 7. გამუდმებით აკონტროლოთ წონა; 8. გამუდმებით აკონტროლოთ არტერიული წნევა - ის არ უნდა აღემატებოდეს 140/90-ს; 9. სისხლში ქოლესტერინის დონემ არ გადააჭარბოს 5 მმოლ/ლ-ს; 10. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონემ არ გადააჭარბოს 3-3,5 მმოლ/ლ-ს; 11. უზმოზე სისხლში გლუკოზის დონემ არ გადააჭარბოს 6 მმოლ/ლ-ს.
2012-09-29დაწვრილებით

ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთათვის
ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთათვის ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები: პურიდა ცომეული - ჭვავის პური, უხეშად დაფქვილი ფქვილით გამომცხვარი პური. წვნიანები -  მიირთვით, ძირითადად, ვეგეტარიანული, ბოსტნეულის, ბურღულეულის და რძის პროდუქტებისაგან დამზადებული წვნიანი. ხორცი  -  რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული, ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული. თევზეული  - ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი. კვერცხი  -  მიირთვით დღეში მხოლოდ 1 კვერცხი, ნებისმიერი სახით. ბოსტნეული და მწვანილი  -  სხვადასხვა სახის ბოსტნეული ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში. შეზღუდეთ კიტრი, დამჟავებული კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი.ხილი და ხილისწვენები  - მიირთვით ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნის და მისი წვენის მიღება. ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი  - რეკომენდებულია ქერის ("ჰერკულესის"), წიწიბურას, ბრინჯის, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები. რძედა რძის პროდუქტები  - უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი ცხიმები  -  რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 გ. დღეში). ნებადართულია კარაქი, ან ერბო დღეში მხოლოდ 20 გ. ტკბილეული  - ნებადართულია შაქარი (50 გ. დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის მაგივრად. სასმელები- ნებადართულია სუსტი ჩაი, ჩაი რძით, ყავა, ხილის და ბოსტნეულის წვენები. განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი, მინერალური უგაზო სასმელები ექიმის რჩევით.
2012-09-29დაწვრილებით

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გადაეცემა ჰაერ–წვეთოვანი გზით და მათში გაერთიანებულ ინფექციებს ახასიათებთ სასუნთქი გზების კლინიკურად მსგავსი სიმპტომკომპლექსი.ხელშემწყობი ფაქტორები ასეთი ინფექციების გავრცელებისა არის ჰაერის ტემპერატურის დაცემა, რომელიც იწვევს ორგანიზმის გაციებას, დასუსტებული იმუნური სისტემა, ხალხმრავალი ადგილები, ახლო კონტაქტი და დახურული სივრცეები.სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციებიდან განსაკუთრებულ პრობლემას ადამიანს უქმნის გრიპი, რომელიც პერიოდულად იღებს ენდემიის და პანდემიის სახეს. გრიპის ვირუსი არის სამი ტიპის A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურული რეაქცია, სახსრების და თავის ტკივილი, ხველა. იგი შეიძლება გართულდეს ჩირქოვანი ანგინით, ბრონქიტით, პნევმონიით და სხვა ბაქტერიული დაავადებებით. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.გრიპის ვირუსის პროფილაქტიკისათვის საჭიროს ორგანიზმის გაკაჟება, „C“ ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება, პანდემიების და ენდემიების დროს ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, პირბადის გამოყენება და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მინის ზღუდარის გამოყენება.
2012-09-21დაწვრილებით

როგორ შევუნარჩუნოთ მოზარდს ტანადობა?
ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალ–სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტე, რამაც საბოლოო ჯამში სქოლიოზის ჩამოყალიბებამდე შეიძლება მიიყვანოს მოზარდი. ტანადობის დარღვევის პირველი ნიშნები ვლინდება იმით, რომ ბავშვს არ აქვს სწორად დგომის და სწორად ჯდომის უნარი. კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარების გამო ეს ჩვევად უყალიბდება,  რის გამოც იოგები და მყესები ცუდად ვითარდება ზოგან ზომაზე მოკლეა, ზოგან ზომაზე გრძელი. ხანგრძლივი მეცადინეობა, რაც ბუნებრივია ამ ასაკში და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა  არის მთავარი ხელშემწყობი. ტანადობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ მოკლე რჩევებს: ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას;საწოლი არ უნდა იყოს ჩავარდნილი;ბალიში კარგად უნდა იყოს მორგებული სხეულზე, უნდა ავსებდეს კეფის და ზურგის ნადრეკებს შორის სივრცეს, უნდა იწყებოდეს მხრებიდან და ბავშვს თავი ისე უნდა ედოს რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი.მერხთან და საწერ მაგიდასთან ბავშვი უნდა იჯდეს გამართული, სასურველია ხელები ეწყოს მერხზე ან ზურგს უკან. გადამწყვეტი მნიშვნელობა კი ენიჭება ტანვარჯიშს, სპორტის სხვადასხვა სახეობებს და სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს. კარგ შედეგს იძლევა მასაჟი, მაგრამ ის პასიური მეთოდია და მხოლოდ დამხმარე საშუალებაა.სასკოლოდ უნდა გამოვიყენოთ ზურგ ჩანთა, რომლითაც სიმძიმე გადანაწილდება ორივე მხარეს თანაბრად. დაუშვებელია ისეთი სახის ჩანთის გამოყენება, რომელიც ტვირთავს მხოლოდ ერთ მხარეს.რაც შეეხება სპორტულ აქტივობას, ხშირად როდესაც სახეზე გვაქვს ტანადობის დარღვევის ნიშნები მოზარდი მიყავთ  ცურვაზე. ცურვა კარგია, მაგრამ იგი ავითარებს მოქნილობას და ჯობია ცურვაზე მიყვანამდე ჯერ გავუმაგროთ კუნთები და მერე განვავითაროთ მოქნილობა.მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს თუ:ბავშვი სწორად არ ზის;ფეხებს სწორად არ დგამს;იხრება;იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი. ამ ნიშნების გამოვლენისას მოზარდი აუცილებლად უნდა ნახოს  სპეციალისტმა.
2012-09-14დაწვრილებით

ასკილი და მისი სასარგებლო თვისებები
ასკილი ან ველური ვარდი არის ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. იგი არის მარადმწვანე ეკლიანი ბუჩქი, რომელსაც აქვს ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. დამწიფებისას იგი ხდება ხორციანი და ღებულობს ნარინჯისფერს, წითელს ან ზოგჯერ შავ ფერსაც. მისი ბუნებრივი სამშობლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია მისი 400-მდე სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 25.ასკილი ადამიანისათვის მეტად სასარგებლო მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს B2, K, P da C ვიტამინებს, უჯრედისს, B-კაროტინს, ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი შეიცავს ალფა – ტოკოფეროლს (ვიტამინი E).ხალხურ მედიცინაში ასკილის წვენს იყენებენ კუჭის, თირკმელების, ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. ვინაიდან ასკილის ნაყოფში დიდი რაოდენობით არის ასკორბინის მჟავა, იგი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას. მასში C ვიტამინი 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტია ვიდრე ვაშლში.ასკილის თესლების ნახარშს სვამენ თირკმელების და შარდის ბუშტის კენჭოვანი და ანთებითი დაავადებების დროს.მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშს ან ნაყენის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეიძლება თრომბოფლებიტების დროს.ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1ს/კ (20გ) დაქუცმაცებული ნაყოფი უნდა მოვათავსოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავზე, ჩავდგათ მდუღარე წყლის აბაზანაში 15წთ. შემდეგ გადმოვიღოთ და გავაჩეროთ 24სთ. შემდეგ გავწუროთ და დავლიოთ 1/4 - 1/2  ჭიქა 2-ჯერ დღეში.ხალხური სიბრძნის თანახმად, ასკილი მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე „7 ექიმს“ უდრის.ასკილის ნაყენი და ჩაი სასარგებლოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანისათვის, რაგდან ის მატებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა ზამთრის პერიოდში.
2012-09-10დაწვრილებით

ლეღვი და მისი სასარგებლო თვისებები
ლეღვი სუბტროპიკული მცენარეა თუთისებრთა ოჯახიდან. მისი სიმაღლე 4-12მ–ს აღწევს. ნორჩი მომწვანო ნაცრისფერია, რომელიც შეიცავს რძე – წვენს. ლეღვი ნიადაგისადმი დიდ მოთხოვნილებებს არ იჩენს. იგი კარგად ეგუება მშრალ და ქვაღორღიან ადგილებს.  ღრმა ნიადაგზე ზომიერად ტენიან პირობებში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს. იგი უფრო მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურისადმი და 12-14 გრადუსზე უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე ნაწილობრივ ზიანდება. ცოცხლობს 100-200 წელი. იგი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, მცირე აზიას ირანსა და ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთში, თურქეთში, ალჟირსა და აშშ–ში.წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში კი ასე არ არის. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისათვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისათვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს. კერძოდ, მასში დიდი რაოდენობით არის  B, A და C  ვიტამინები. ასევე იგი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს და ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამოდენიმე ხანი მზის ქვეშ დავდებთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%–საც კი მიაღწიოს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. იგი განაპირობებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას, აძლიერებს მადას და ხელს უწყობს საკვების მონელებას. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის წყალს და მეტაბოლიზმის პროდუქტებს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. იგი შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც ეფექტურია თრომბოზების პროფილაქტიკის თვალსაზრისით. იგი ასევე სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, სისხლნაკლებობის შემთხვევაში. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, სასარგებლოა ბუასილის, ყაბზობის და კოლიტის დროს. იგი ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს.რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და მბგერავი იოგების შეშუპების სამკურნალოდ.ლეღვის ნაყოფი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს.სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს დაიწყეს ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება გარუჯვის მიზნით, რაც განაპირობებს კანის საფარველის დამწვრობის განვითარებას და ინტოქსიკაციას.
2012-09-08დაწვრილებით

ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) და კანი
ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) 21-ე საუკუნის პრობლემაა და განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებნი განიცდიან მას, სადაც ჰაერში დიდი დოზით არის მტვერი და გამონაბოლქვი გაზები. როდესაც ორგანიზმი ღებულობს არასაკმარის ჟანგბადს, იწყება მისი გადანაწილება ქსოვილებში. პირველი მას ღებულობს გული, ტვინი, თირკმელები, ღვიძლი და მხოლოდ მისი ნარჩენი აღწევს კანამდე. არადა ეს მაშინ, როცა კანი არის ორგანიზმის პირველი ბარიერი და დამცავი მავნე გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ. როცა კანს არ ყოფნის ჟანგბადი, ფერხდება კანის ზედაპირული უჯრედების განახლება, მცირდება ჰიალურონის მჟავას, კოლაგენის და ელასტინის სინთეზი. კანი ხდება უხეში, კარგავს ელასტიურობას და წარმოიქმნება ნაოჭები.ყოველივე ზემოთქმულის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ხშირად ყოფნა სუფთა ჰაერზე, ქალაქიდან გასვლა და სკვერებში ყოფნა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და ჟანგბადის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება.
2012-09-06დაწვრილებით

სასარგებლო პროდუქტები თავის ტვინის უკეთ მუშაობისთვის
თუ ემზადებით გამოცდისათვის და ვერ ახერხებთ კონცენტრირებას, გული არ გაიტეხოთ. შესაძლოა თქვენს ორგანიზმს აკლია აუცილებელი ნივთიერებები. ამიტომ გაეცანით პროდუქტებს, რომლებიც მოგეხმარებიან ტვინის მუშაობის აქტივირებაში.ლიდერი მათ შორის არის კაკალი, რომელიც ააქტივებს თავის ტვინის მუშაობას, კერძოდ აჩქარებს აზროვნების პროცესს, აღქმის უნარს და აუმჯობესებს მახსოვრობას.ფასდაუდებელია ნატურალური ფუტკრის თაფლის როლი აქტიური ინტელექტუალური მუშაობისათვის. თაფლი შეიცავს გლუკოზას და ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ის ეხმარება თავის ტვინს ინფორმაციის ათვისების და შენახვის პროცესების აქტივირებაში. თაფლს აგრეთვე აქვს დაძაბულობის მოხსნის თვისება, რაც ახასიათებს „მნიშვნელოვანი დღის“ მოლოდინს. მსგავსი თვისება ახასიათებს აგრეთვე შოკოლადს.ბრწყინვალე დამხმარე ფსიქიური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის არის ლიმონი. მისი წვენი უკვე მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ხელს უწყობს თავის ტვინისათვის აუცილებელ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც განაპირობებენ კონცენტრაციის უნარს, ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას. ეს თვისება ლიმონს გააჩნია მასში კრემნის ბიოფორმის და „C“ ვიტამინის არსებობის გამო.კვების რაციონში, რომლებიც აუმჯობესებენ თავის ტვინის მუშაობას შედიან აგრეთვე შემდეგი პროდუქტები: კვახი, მაღალცხიმიანობით გამორჩეული თევზები (სელდი, ზუთხი, სკუმბრია), ყველი და ბოლოს უცხოეთში ამ დანიშნულებით განსაკუთრებულად დაფასებული იმბირი.
2012-09-05დაწვრილებით

ქაცვი და მისი სასარგებლო თვისებები
ქაცვი ბუჩქოვანი მცენარეა და გავრცელებულია მთელ საქართველოში. მას ქართლში კატაფშატას ეძახიან, რაჭაში – ტუნირას, გურიაში – ყვავტყემალას.ქაცვის ნაყოფისაგან ამზადებენ ზეთს, რომელიც წარმოადგენს ნარინჯისფერ, გამჭვირვალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.   მას აღენიშნება რეგენერაციის მასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, ამიტომ იგი ფართოდ გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად, დამწვრობის, ნაწოლების და კანის სხივური დაზიანების შემთხვევაში. ქაცვის ზეთის გამოყენება ძალიან ეფექტურია ფლეგმონური აკნეს მკურნალობაში; გინეკოლოგიაში ფართოდ გამოიყენება კოლპიტებისა და საშვილოსნოს ყელის ეროზიების მკურნალობაში. რეკომენდირებულია ქაცვის ზეთით 15წთ–იანი ინჰალაცია ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა (ჰაიმორიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის, სინუსიტის) როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით. მკურნალობის კურსი შედგება 10 პროცედურისაგან.ქაცვის ზეთი მდიდარია პოლივიტამინებით, მასში დიდი რაოდენობით არის „B“ ჯგუფის,    A, E, C, და P ვიტამინები, სეროტონინი და კაროტინი რაც ძირითადად განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს.ქაცვისაგან დამზადებული შიგნით მისაღები ფორმები განაპირობებენ ღვიძლში ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებას და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.საოჯახო პირობებში შესაძლებელია ქაცვის ზეთის დამზადება. კერძოდ, ნედლი ნაყოფებისაგან გამოწურავენ წვენს. დარჩენილ მასას დააქუცმაცებენ და დაასხამენ თერმოსში მცენარეულ  ზეთს  1:2–თან შეფარდებით. ზეთი 600 გრადუსამდე უნდა იყოს გაცხელებული. ქაცვის ზეთის მოსამზადებლად საჭიროა 1დღე–ღამე. ქაცვის ნაყოფების გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1,5 ან 1:2–თან შეფარდებით და იყენებენ  როგორც ვიტამინიზირებულ საკვებს.
2012-09-03დაწვრილებით

კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი (კმს)
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა. იგი კომპიუტერის გარეშე უკვე ერთ წუთსაც კი ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ ისწრაფვის. შედეგად კი საფ... რთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. ძირითადი სიმპტომებია: მხედველობითი დისკომფორტი, კითხვის გაძნელება, მხედველობის პერიოდული “დაბინდვა”, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში და ა.შ.ეს პრობლემა ოფთალმოლოგებმა შეისწავლეს და შედეგად დადგინდა, რომ:1. კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას. დღეში საშუალოდ 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია იცვლება უარყოფითისკენ საშუალოდ 0,25 დიოპტრიით, ეს კი ახლომხედველობის განვითარების აშკარა წინაპირობაა.2. ნებისმიერი ტიპის მონიტორი თვითმნათი ხელსაწყოა, ამიტომ მონიტორზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე მოქმედებს.3. მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანა გარსის გაშრობას. კომპიუტერული მხედველობითი სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:1. კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა და კმს პროფილაქტიკა;2. პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;3. ადეკვატური ოპტიკური კორექცია;4. მედიკამენტოზური მკურნალობა;კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა და კმს პროფილაქტიკა გულისხმობს:1. მონიტორის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნილებებს. კერძოდ, შედარებით “უსაფრთხო” მონიტორის მინიმალური პარამეტრებია: დიაგონალი 17 ინჩი, გარჩევადობა 1280×1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე 100ჰც.2. მონიტორთან მუშაობისას საშუალოდ ყოველ 20-30 წუთში აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მხედველობის მოკლეხნიანი კონცენტრირება შორს მყოფ საგნებზე.3. 15-დუიმიან მონიტორამდე თვალების დაშორება უნდა იყოს სულ მცირე 35-40 სანტიმეტრი, ხოლო 17 და 19 დუიმიანთან მონიტორთან კი – 50-60 სმ.4. არასასურველია 6-7 წლამდე ბავშვების დაშვება კომპიუტერთან, 7-დან 12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისათვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე მოზარდთათვის კი – დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათისა.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა ასაკში კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლინებისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ ბავშვი დაიშვება მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებზე.
2012-08-30დაწვრილებით

არ გამოტოვოთ საუზმე!
ჩვენ დილით თითქმის ყოველთვის სადღაც გვაგვიანდება, ამიტომ ხშირად ვერ ვახერხებთ საუზმის მირთმევას. დიეტოლოგებმა კი სიმსუქნის საიდუმლო ამოხსნეს. არამც და არამც არ უნდა გამოტოვოთ საუზმე! ასეთ დროს ირღვევა დღის რეჟიმი და ადამიანი მთელი დანარჩენი საათები ჭამაზე ფიქრობს, მას არ ასვენებს შიმშილის გრძნობა. საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ გთავაზობთ 6 მიზეზს თუ რატომ არ უნდა გამოვტოვოთ საუზმე.1. საუზმის არ მიღებით შესაძლოა ენერგეტიკული ანემია დაგვემართოს.2. ჩვენ უნდა ვეცადოთ დილით კალორიულად ვისაუზმოთ , რადგან დავასტაბილუროთ შაქრიანი დიაბეტი.3. ძალიან ბევრი დიეტაზეა , ამიტომ დილით ისინი არ იღებენ ნივთიერებებს რომელიც ორგანიზმს ძალიან ჭირდება. დილით აუცილებლად მიირთვით ხილი ან რძე.4. საუზმის არ მირთმევით საფრთხეში ვაყენებთ ჩვენს ჯამრთელობას. ხშირად საუზმის არ მირთმევა იწვევს უშაქრო დიაბეტსა და სისხლ ძარღვების პრობლემებს.5. როდესაც ჩვენ საუზმეს არ მივირთმევთ გაცილებით არასტაბილურები ვართ.  საუზმის გარეშე შეიძლება რეალურად გაიზარდოს რეაგირება სტრესზე. ვინც საუზმეს რეგულარულად მიირთმევს ნაკლებად უვითარდებათ დეპრესია.6. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საუზმის ჭამის დროს ადამიანის ფსიქიკა ბევრად უკეთესია. ბავშვი რომელიც, ყოველ დილით საუზმეს მიირთმევს ის დოკუმენტირებულია, ის სკოლაში უფრო ყურადღებიანია,  არაა აღგზნებული.
2012-08-29დაწვრილებით

ხელების სწორი მოვლა
ხელების სწორი მოვლა ლამაზი ხელები ყველა ადამიანისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია. ხელების საშუალებით შეიძლება გავიგოთ ადამიანის ხასიათი, თავისებურებები და ზოგჯერ ბედისწერაც კი… ხელებს სათუთი მოვლა სჭირდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად სჯობს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ.იმისათვის, რომ ხელების კანი იყოს მუდამ ნაზი და ხავერდოვანი, დაიცავით შემდეგი წესები:- კანი რომ გამოშრობის, დასკდომისა და გაუხეშებისგან დაიცვათ, მოერიდეთ ცხელ და ძალიან ცივ წყალს. გამოიყენეთ მხოლოდ თბილი წყალი; - ყინვისას გარეთ თბილი ხელთათმანების გარეშე ნუ გახვალთ; - ულტრაიისფერი სხივები აზიანებს და აბერებს კანს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემების ხმარება; - იმისათვის, რომ იდაყვებთან კანი არ გაუხეშდეს, გაიკეთეთ თბილი მცენარეული ზეთის აბაზანები. ჩაასხით ზეთი პატარა ლამბაქებში და ჩაყავით იდაყვები 5 წუთით, შემდეგ გაიხეხეთ პემზით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი; შხაპის მიღების დროს კი იდაყვები ქისით გაიხეხეთ, კარგად გაიმშრალეთ და კრემი წაისვით. - არ დაგავიწყდეთ ხელის დაბანის შემდეგ კრემის წასმა, საღამოს კი - კონტრასტული აბაზანა. არსებობს მრავალი ტიპის კრემი: დამატენიანებელი, დამარბილებელი, მკვებავი, დამცავი და ა.შ.  თითოეულ თითს ყოველი მხრიდან უნდა წაუსვათ კრემი. ხელისგულზე კრემის წასმა არ არის აუცილებელი. ძალიან კარგ შედეგს იძლევა საღამოობით ხელების თბილი წყლის ნაკადის ქვეშ ჯაგრისით გახეხვა და შემდეგ ხელის კრემის შეზელა.
2012-08-24დაწვრილებით

რატომ უნდა ვჭამოთ ხიზილალა
ხიზილალის (თევზის ქვირითის) თითოეული მარცვალი თევზის ჩანასახისთვის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად, მასში კონცენტრირებულია სასიცოცხლოდ აუცილებელი უამრავი ვიტამინი და სხვა ნივთიერება. ჩვენ ხიზილალას ერთმანეთისგან ფერით განვასხვავებთ, სპეციალისტები კი - თევზის სახეობის მიხედვით. ამის კვალობაზე, გამოყოფენ ზუთხისებრთა  და ორაგულისებრთა ხიზილალას. ყველაზე ღირებულია ზუთხისებრთა ოჯახის ხიზილალა.წითელი  ხიზილალის წარმოება პირველად იაპონელებმა დაიწყეს XX საუკუნეში. მის სასარგებლო თვისებებს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ხალხური მედიცინა მას რეკომენდაციას უწევს სისხლნაკლებობის, ჭარბი წონისა და წონის დეფიციტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ხიზილალას ოფიციალური მედიცინაც უძვირფასეს, მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან   საკვებ პროდუქტად აღიარებს. წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას და მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევს. ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბევრ ვიტამინსა და სხვა ნივთიერებას - პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია სისხლძარღვებისა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.ხალხური მედიცინა ამ პროდუქტს დავრდომილთა და დაუძლურებულთა გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევდა. დღეს ხიზილალა საკმაოდ ძვირია, ასე რომ, რჩევამ "აუცილებლად მიირთვით ხიზილალა" ბევრი შეიძლება გააღიზიანოს. ერთი რამ კი უთუოდ უნდა ითქვას: ხიზილალა აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ბავშვების რაციონში!
2012-08-22დაწვრილებით

როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევიდან
არ ეცადოთ დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას, რადგან ამ დროს გამოსვლის მაგიერ ისევ თვრებით და უბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ, შეეცადეთ დაიძინოთ და პახმელიის ცოდვები ძილში გამოიყვანოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო ექიმია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ეცადეთ გამოიყენოთ ის ხერხები, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ხშირად მო... უტანია სიკეთე.ძველი, მამაპაპების წესი არის კიტრის მწნილის წვენის მიღება, რომელიც სასიამოვნო დასალევია და ამავე დროს, ხელს უწყობს მოაწესრიგოს წყლისა და მარილების დისბალანსი, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში.დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცხელი სუფებისა და კერძების მიღება თათარიახნის, ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის სუფის სახით, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.პახმელიის დროს რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციასა და წესრიგში მოჰყავს ორგანიზმში მჟავიანობა. ამ პრინციპით საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.ზოგი სპეციალისტის აზრით, საუკეთესოა პახმელიის სინდრომის მოსახსნელად ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8-10 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი, რაც საკმარისია, რომ კაცმა თვალებში გამოიხედოს.ზაფხულის დღეებში პახმელიის წამალია ცივი საზამთრო, რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს.რძისა და მაწონის სიკეთე ბევრს თავის თავზე გამოუცდია, რადგან ისინი შეიცავენ ცილებს, რომლებიც ანეიტრალებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელიც ორგანიზმში გროვდება და მათ შორის, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძმარმჟავა ალდეჰიდს. ამიტომ არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა სავალალო შედეგით დამთავრდეს. იმისათვის, რომ სუფრაზე თქვენს ყოფნას არ მოჰყვეს უარყოფითი ეფექტი დაიმახსოვრეთ:თუ წინასწარ იცით, რომ სუფრაზე მოგიწევთ დალევა და ქეიფი დიდხანს გასტანს, რეკომენდებულია 2-3 საათით ადრე მიიღოთ 50 გრ არაყი, რათა ორგანიზმი წინასწარ შეეგუოს იმ დატვირთვას, რომელსაც შემდგომ მიიღებს.დალევის წინ თუ შეგიძლიათ მიირთვით ცხიმიანი კერძი ან თოხლო კვერცხი, რაც ხელს შეუშლის ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას ორგანიზმის მიერ.სუფრის დაწყების წინ მიირთვით ფინჯანი ჩაი პიტნით ან ლიმონით.ალკოჰოლის მიღება სუფრის მიმდინარეობის დროს – სუფრაზე მიირთვით მხოლოდ ერთი სახის სასმელი, სხვადასხვა სასმელს ნუ აურევთ. თუ ატყობთ, რომ ზომაზე მეტად დათვერით, ცივი ამინდის დროს სწრაფად გარეთ ნუ გახვალთ, რადგან სიმთვრალე კიდევ უფრო მოგეკიდებათ და შეიძლება გრძნობაც დაკარგოთ.იცოდეთ, რომ ალკოჰოლი გამოდის ორგანიზმიდან სიჩქარით 1 გრ სუფთა ალკოჰოლი 1 კგ სხეულის წონაზე. ეს ნიშნავს, რომ 70 კგ-იანი ადამიანი განთავისუფლდება 50 გრ მიღებული არყისგან დაახლოებით 3,5 საათში.რჩევები სუფრის დამთავრების შემდგომ – სუფრის დამთავრების შემდგომ სასურველია, მიიღოთ ფინჯანი მაგარი ჩაი პიტნით ან ლიმონით და ყავა ლიმონით.გამოსაფხიზლებლად რეკომენდებულია ჭიქა ცივი წყალი 20 წვეთი პიტნის ნაყენით, ან ჭიქა ცივ წყალზე 2 წვეთი ნიშადურის სპირტი.გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში უნდა მიირთვათ ფინჯანი ცხელი ყავა მარილით.
2012-08-22დაწვრილებით

შოკოლადი
შოკოლადს ბევრ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. იგი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ტვინის კარგი სტიმულატორია. შოკოლადის მოხმარება ამცირებს ყელთან დაკავშირებულ პრობლემებს და ზოგიერთი სახის სიმსივნის რისკსაც.  ამ ყველა სასარგებლო თვისებას შავი შოკოლადი უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე რძიანი. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მირთმევა, ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის.გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ შოკოლადს სასარგებლო თვისებები აქვს:• ეფექტური სტიმულატორია – ნახშირწყლები, ეს ნივთიერება გონებრივი სამუშაოსგან გადაღლილს, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის მოკრებაში გეხმარებათ. მნიშვნელოვანია კოფეინთან.• დღეში 30-40 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. • გემრიელი დესერტი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც იყოს. მეცნიერებმა შოკოლადში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკი. ასე რომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ტკბილეული ორგანიზმზე კოკაინის მსგავსად მოქმედებს და არ გაგიკვირდეთ თუ გუნება-განწყობილებასაც საგრძნობლად აგიმაღლებთ.• მწარე შოკოლადი კარიესისგან დაგიცავთ. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. ამასთან, კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და ქვების წარმოქმნას აფერხებს.• შავი შოკოლადი უფრო მდიდარია ვიტამინებით, ფოსფორით, რკინით და კალიუმით, ვიდრე ვაშლი, წიწიბურა ან რძის პროდუქტი. შესაბამისად, შოკოლადი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ძვლოვანი ქსოვილების განახლებასა და სისხლწარმოქმნის პროცესზეც.თუ ამ გემრიელობისგან თავის შეკავება ალერგიის გამო გიწევთ, გაცნობებთ, რომ მწარე შოკოლადი მხოლოდ აძლიერებს საკვების ალერგიულ რეაქციებს, თავად კი მას იშვიათად იწვევს.ასე რომ, მიეცით თავს ჯანმრთელობის “გემრიელი” შენარჩუნების უფლება
2012-08-20დაწვრილებით

თმის მოვლა – მარტივი რჩევები
მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას თავის კანში ნიღბებიდან. ამის გარდა ეს ძალიან სასიამოვნო პროცედურაა. იმისათვის, რომ თქვენი თმები მოვლილად გამოიყურებოდნენ საჭიროა კარგი სავარცხლის შერჩევა, აგრეთვე მნიშვნელოვანია იცოდეთ სწორად თმების დავარცხნა.უკეთესია, თუ თმის დასავარცხნად გამოიყენებთ ნატურალური ხის სავარცხელს ან ჯაგრისს. თმის ვარცხნა ძირებიდან დაიწყეთ. არასოდეს დაივარცხნოთ სველი თმა, ოდნავ მაინც შეიშრეთ. გრძელი თმა ჯერ ხელის თითებით გააცალკევეთ, რამდენადაც შესაძლებელია, და მერეღა დაიწყეთ ჯაგრისით ან სავარცხლით ვარცხნა. ბევრი ქალი დაბანის დროს ივარცხნის თმას, ეს კი დაუშვებელია, რადგან ამ დროს თმის ძირები გაფართოებულია და თმა ცვივა. - ჩამოივარცხნეთ თმები ერთი მოძრაობით, თმის ბოლქვებიდან ძირებამდე. ესე ცხიმი, რომელიც ძირებთან წარმოიქმნება თანაბრად გადანაწილდება მთელ სიგრძეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გრძელი თმები გაქვთ, რადგან გრძელი თმის ბოლოები იოლად შრება და იყოფა. დაიბანეთთმასწორად– ჩვეულებრივ, ნორმალურ თმას იბანენ 3-4 დღეში ერთხელ, მშრალს - უფრო იშვიათად, 6-7 დღეში ერთხელ, ცხიმიანი თმა კი შეიძლება ორ დღეში ერთხელ დავიბანოთ, ოღონდ სპეციალური შამპუნით. თმის დაბანა არ შეიძლება ცხელი წყლით, მაგრამ ცივი წყალიც უნდა ავიცილოთ თავიდან. თმის დაბანისას წყალი უნდა იყოს ნელ-თბილი და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი. თავის მასაჟი– მასაჟი განსაკუთრებით აუცილებელია თუ თმების ცვენა გაწუხებთ. ამის გარდა თავის მასაჟი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და ხსნის სტრესს. მასაჟის გაკეთება სასურველია ყოველი თავის დაბანვის შემდეგ ან თავისუფალ დროს. დაიწყეთ მასაჟი როდესაც თმები გამშრალია, მაგრამ ოდნავ ნოტიო. მასაჟი შუბლიდან დაიწყეთ, გადადით საფეთქლებზე და ყურების უკან. თმიან საფარზე მასაჟი ნელა და რიტმულად კეთდება. მოძრაობა ნაზი და დამამშვიდებელი უნდა იყოს. მასაჟი ზევიდან ქვევით კეთდება და რადიალურად ყველა მხარეს.შამპუნის შეძენისას გაითვალისწინეთ თავის კანის მდგომარეობა. მაგალითად თუ თმა მშრალია მაგრამ კანი მალე ცხიმიანი ხდება-შამპუნი ცხიმიანი თმებისთვის შეიძინეთ.
2012-08-18დაწვრილებით

სიცხეში სწორად კვების წესი
როგორ ვიკვებოთ სიცხეში ორგანიზმის დაძაბვის გარეშე? რომელი საკვები და სასმელი დაგვეხმარება სიცხის უკეთ გადატანაში? ზაფხულში ბალანსირებული რაციონის დაცვა სრულებით არ არის რთული, თუმცა ზოგიერთი ნიუანსი არსებობს. თუ ზამთარში ორგანიზმი გასათბობად მეტ ცხიმსა და კალორიას ითხოვს, ზაფხულში ზედმეტი დატვირთვა არაფერში სჭირდება. სჯობს, ხილსა და ბოსტნეულს მიეძალოთ. ორგანიზმს სიცხის გადატანა რომ გაუადვილდეს, ეცადეთ, თქვენს რაციონში კორექტირება შეიტანოთ. შეძლებისდაგვარად უარი თქვით ცხიმიანსა და შემწვარ პროდუქტებზე. უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს. გთავაზობთ სწორი კვების 5 წესს:წესი 1 – სიცხეში ჩვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ამიტომ აუცილებელია მისი შევსება. წყურვილს ყველაზე კარგად კლავს ჩვეულებრივი წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი. სიცხეში რეკომენდირებულია 100-200გრ ცივი სასმელის დალევა ყოველ 40-50 წუთში. წესი 2 – როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ენერგიის საჭიროება ზაფხულში ეცემა 5%-ით, შესაბამისად ორგანიზმს სიცხეში რაც შეიძლება დაბალკალორიული საკვები უნდა. უნდა დავივიწყოთ შემწვარი ხორცი, ნამცხვრები, ბლინები. გამოვიყენოთ ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. წესი 3 – სიცხე ორგანიზმისათვის ნამდვილი გამოცდაა. ჩვენ ამ პერიოდში განვიცდით უმადობას, ხოლო როცა შევჭამთ მუცელში სიმძიმეს ვგრძნობთ. კარგი იქნება თუ კვების რაჟიმს დავალაგებთ. საუზმე კარგია დილით ადრე 6.00-7.00 საათზე. სადილი-ადრე შუადღისათვის 11-11.30-ზე. ვახშამი 18.00-ზე. ხოლო ის ვინც ცარიელი კუჭით ვერ იძინებს 21.00-22.00-ზე ვახშმობას ვურჩევთ. წესი 4 –  თუ ცივ სეზონზე საუზმე ტრადიციულად დაკავშირებულია ნახშირწყლებთან, სიცხეში სჯობს ნახშირწყლიანი საკვები მივიღოთ სადილისას. სადილად შეიძლება მივირთვათ ხილისა და ბოსტნეულის სალათა, წიწიბურა, ბრინჯი ისე, რომ მუცელში სიმძიმის შეგრძნებისა არ შეგვეშინდეს.  ხორცეული და თევზეული უკეთესი იქნება საუზმეზე ან სადილზე. ძილის წინ კი კარგი იქნება თუ შიმშილს მოვიკლავთ რძის პროდუქტების დახმარებით.წესი 5 – ჩვენი სხეული კარგავს ძვირფას ვიტამინებსა და მინერალებს. შედეგად, ჩვენ განვიცდით დაღლილობას, დასუსტებული იმუნიტეტი გვაქვს, შეიძლება განვითარდეს ვიტამინის დეფიციტი. სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად, ჭამეთ შეუზღუდავად ახალი სეზონური ხილი, სვით ახალი წვენები, წყალი და მწვანე ჩაი.
2012-08-17დაწვრილებით

ვაშლი
ხილის ხილი, ასე უწოდებს ვაშლს ზოგიერთი ხალხი. ვაშლის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ბიბლიაც, მოგეხსენებათ რამხელა როლი ითამაშა მან ადამ და ევას ცხოვრებაში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს, მჟავებს, პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს. ამბობენ, რომ მჟავე ვაშლი ტკბილზე სასარგებლოა. ანტონოვკის ტიპის ვაშლებში გაცილებით მეტია C  ვიტამინი, ვიდრე ტკბილ ჯიშებში.  ყვითელი ან წითელი ჯიშის ვაშლი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც ძალზე სასარგებლოა გულის დაავადებისა და არტერიალური წნევის შემთხვევებში. ალერგიულებს უფრო მწვანე ვაშლი გამოადგებათ, რადგან იშვიათად იწვევს ალერგიულ დაავადებებს. უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიირთმევთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება. ვაშლი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჟავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.
2012-08-09დაწვრილებით

ანანასი – ტროპიკული ხილის მეფე
ტროპიკული ხილის მეფე, ანანასი  შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას. ანანსის სამშობლოდ ითვლება ბრაზილია. ანანასის მომჟავო-ტკბილი ქარვისფერი რბილობი სასიამოვნო საჭმელია, ხოლო სასიამოვნოზე მეტად სასარგებლოა, ანანსასის რბილობში 87% წყალია, 12-15% ფრუქტოზა, ორგანული მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, PP, პროვიტამინი A, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, იოდი. ანანასისი ნაყოფის ან წვენის მიღება დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ასტიმულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში. ანანასი სასარგებლოა ბრონქიტებისა და შეკრულობის დროს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, თირკმელების მუშაობას. იგი შეიცავს ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, ხოლო ეთერზეთები ასუფთავებს ლორწოვან გარსს. ამიტომ ანანასის წვენის ყელში გამოვლება შეიძლება ანთებითი დაავადების დროს. თუმცა შესაძლებელია ეთერზეთებმა გააღიზიანოს საყლაპავის და კუჭის ლორწოვანი გარსები. ეს უნდა გაითვალისწინონ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებმა. მიუხედავად იმისა, რომ ანანასი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა, უმჯობესია ბავშვებმა თავი შეიკავონ მისი დაგემოვნებისგან 3 წლამდე. სამი წლის შემდეგ კი შეგიძლიათ გაასინჯოთ, ისიც მცირე ულუფის სახით.
2012-08-08დაწვრილებით

იოგურტი – სასარგებლო პროდუქტი
იოგურტი არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც მზადდება რძისგან,  აქვს  ცილის, კალციუმის და ვიტამინების ძალიან მაღალი შემცველობა. იოგურტი არის კალციუმის წყარო, მასში შემავალი მინერალები ამცირებს ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. იოგურტი ასევე არის  თქვენი იმუნური სისტემის მშენებელი.იოგურტი ასევე შეგიძლიათ  აქტიურად გამოიყენოთ დიეტებში, რადგან დაბალკალორიული პროდუქტია.  გარდა ამისა, მას შეუძლია ქოლესტერინის დონის შემცირება.  განსაკუთრებით სასარგებლოა ბერძნული რეცეპტით დამზადებული იოგურტი.იოგურტი, კვებითი მიზნების  გარდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტოლოგიაში და გაიკეთოთ იოგურტის სახის ნიღბები. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ იოგურტი იყოს ნატურალური რძისაგან დამზადებული და არ შეიცავდეს კონსერვატებს და ქიმიკატებს.როგორც წესი ნატურალურ იოგურტს უნდა ჰქონდეს წარწერა “ცოცხალი”,  ხოლო მის ინგრედიენტებში უნდა იყოს დასახელებული იოგურტისთვის აუცილებელი ბაქტერიები. ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია, რომელთა უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს.
2012-08-07დაწვრილებით

აუცილებელი ვიტამინები ქალებისთვის
მოწყენილობა, ყურადღების გაფანტულობა, გაღიზიანებულობა, დღისით თვლემა, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება ხშირად ვიტამინების ნაკლებობით აიხსნება. როგორ შევავსოთ ეს "ოქროს მარაგი?" ვიტამინი A განსაზღვრავს მხედველობის სიმახვილესა და კანის მდგომარეობას. ნატურალური წყაროები: ღვიძლი, რძე, კვერცხი, ყვითელი და წითელი ბოსტნეული, ხილი. ნაკლებობა იწვევს კანის ქავილს, ღრძილების ანთებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, ნერვული სისტემის დაავადებებს. ვიტამინი B1 დაგიცავთ შეშუპებისა და ცუდი სულიერი განწყობისაგან. ნატურალური წყაროები: მიუსლი, ბურღულეული, პარკოსნები, თხილეული, უცხიმო ღორის ხორცი. ნაკლებობა იწვევს კუჭის აშლილობას, გასტრიტის გამწვავებას, დეპრესიას, ყურადღების დაქვეითებას, შეშუპებას. ვიტამინი B2– ტუჩებისა და ღვიძლის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ნატურალური წყაროები: ხორცი, თევზი, წიწიბურისა და შვრიის ბურღული. რიბოფლავინით განსაკუთრებით მდიდარია მუქი მწვანე ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი). ნაკლებობა იწვევს ყურადღების დაქვეითებას, იმუნიტეტის დასუსტებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას. ვიტამინი C ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს და ახალგაზრდობის შენარჩუნებას ეხმარება. ნატურალური წყაროები: ქორფა ხილი, კენკრა და ბოსტნეული. C ვიტამინის ნამდვილი ჭაა ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, ლიმონი, მარწყვი, მწვანე ხახვი. ნაკლებობა იწვევს ღრძილების ანთებასა და სისხლდენას, სიარულის დროს ქოშინს, იმუნიტეტის მკვეთრად დაქვეითებას, კუნთების ყრუ ტკივილს, კანის ქავილს. ვიტამინი E პასუხისმგებელია სახსრებისა და სქესობრივი სფეროს ჯანმრთელობაზე. ნატურალური წყაროები: მცენარეული ზეთები, თხილეული, ბურღული და მწვანე ბოსტნეული. ნაკლებობა იწვევს ცხიმების აუთვისებლობას, სისხლნაკლულობას, დაღლასა და კუნთების სისუსტეს. ხშირად მისი ნაკლებობის გამო მენსტრუალური ციკლი ირღვევა. ვიტამინი H პასუხისმგებელია კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე. ნატურალური წყაროები: ღვიძლი, კვერცხის გული, თხილეული, საფუარი. ნაკლებობა იწვევს მადის დაკარგვას, ღებინებას, კუჭის აშლილობას, დეპრესიას, თვლემას, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესებას.
2012-08-07დაწვრილებით

ბედნიერების ჰორმონები
ბედნიერება – ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი შინაგან კმაყოფილებას განიცდის, რაც მის ცხოვრებას შინაარსიანს და მიზანდასახულს ხდის. თანამედროვე მედიცინა ხსნის ბედნიერების ფიზიოლოგიურ მექანიზმებს. კერძოდ, ბედნიერების განცდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნივთიერებები–ენდორფინები (ენდოგენური მორფინი, ბუნებრი... ვი ნარკოტიკული ნივთიერება). მისი როლი, როგორც „ბედნიერების ჰორმონის“, დიდი ხანია დამტკიცებულია. ენდორფინები მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამომუშავდებიან თავის ტვინში (ჰიპოფიზში), რომლებსაც შეუძლიათ მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირება და ადამიანის ემოციური მდგომარეობების გაუმჯობესება. მათი უკმარისობა იწვევს გუნება–განწყობის დაქვეითებას, აპათიას და დეპრესიას.ენდორფინების მოქმედების მექანიზმი იგივეა რაც ნარკოტიკული ნივთიერებების. იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ ენდორფინების პროდუქციის სტიმულირება, სულაც არ არის საჭირო რაიმე ექსტრემალური ქმედებების ჩადენა ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. არსებობს უამრავი უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი, რომლებიც ენდორფინების გამონთავისუფლებას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, საკუთარი აზრის კონტროლი და უარყოფითი მოსაზრების გაჩენისთანავე მისი დადებითით შეცვლა. ასევე ენდორფინების გამონთავისუფლებას ხელს უწყობს სპორტი, ხელოვნება, შოკოლადის ზომიერად მიღება, ულტრაიისფერი სხივები.დიდი რაოდენობით ენდორფინები გამოიყოფა კოცნის დროს, რის გამოც აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, ამიტომაც იცავს კბილებს კარიესისაგან.ენდორფინების დონის მომატება სისხლში შეუძლია სხვადასხვა საკვებს მაგალითად: მდოგვს, ბანანს, ძეხვს, წიწაკას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური რაციონით შეიძლება ხელი შევუწყოთ ჩვენი გუნება–განწყობილების გაუმჯობესებას.
2012-08-07დაწვრილებით

ნატურალური წვენები
მიირთვით ნატურალური წვენები ყოველდღიურად და აღივსეთ ენერგიით და ვიტამინებით. ნატურალური წვენები შეიცავენ უამრავ ვიტამინს და ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებს. ყოველი დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა ნატურალური წვენით.რა თქმა უნდა საუზმის შემდეგ. მრავალფეროვნებისთვის, ყოველ დღე მიიღეთ სხვა და სხვა ხილის ან ბოსტნეულის წვენი. წვენები გამოწურეთ კარგად გარე... ცხილი და ჯანმრთელი ხილ-ბოსტნეულისაგან.დასავლეთში და ევროპის მრავალ ქვეყანაში საუზმეზე ფორთოხლის ნატურალური წვენის მიღება უკვე ტრადიციაა. დიეტოლოგების აზრით, საუზმეზე ფორთოხლისა და გრეიფრუტის ნატურალური წვენის მიღება მთელი დღის განმავლობაში ენერგიულობისა და მხნეობის გარანტიაა. ინგლისელები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანი დღეში ერთ ვაშლს მიირთმევს, ეს გარანტიაა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ვაშლის ნატურალური წვენი გაჯერებულია ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აძლიერებენ იმუნურ სისტემასაც.ნატურალური წვენებით თერაპიას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მკურნალობის ეს მეთოდი გარკვეულ შეზღუდვებს და ზომიერების დაცვას მოითხოვს. მაგალითად, კატოფილის ნატურალური წვენი არტერიულ წნევას დაბლა სწევს. არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულებისთვის, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა სახამებელი.სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სტაფილოს წვენის მიმართაც. ჭარბად მისი მიღება პირდაპირი გზაა ჰიპერვიტამინოზისაკენ.
2012-08-07დაწვრილებით

გაზიანი სასმელები
ჩვენი ორგანიზმის 60% წყალია. წყალმარილოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად ადამიანი ყოველდღე სვამს წყალს, ყავას, ჩაის, ლუდს, წვენებსა და გაზიან სასმლებს. ყველა ეს სასმელი, გარდა წყლისა, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ კი ნეგატიურს, რაც მიღებული სასმლის მოცულობასა და გამოყენების რეგულარულობაზეა დამ... ოკიდებული.მოზრდილ ადამიანს დღის განმავლობაში ცოტაოდენი გაზიანი სასმელი ნამდვილად არაფერს ავნებს, მისი დიდი რაოდენობით მიღება კი სახიფათოა. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მოზარდებში აგრესიის გამოსაწვევად მხოლოდ ალკოჰოლი არაა აუცილებელი. არანაკლები აგრესორია გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. გამაგრილებელი სასმელების უმეტესობა კოფეინს მცირე დოზით შეიცავს. ეს მცირე დოზა კი შეიძლება დასაშვებზე საკმაოდ მეტი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბევრ გაზიან სასმელს სვამს. გაზიანი სასმელები მავნეა კბილებისთვისაც, რადგან გარკვეული რაოდენობით შეიცავს ნახშირორჟანგს, რაც თავად უვნებელია, მაგრამ აირის დიდი კონცენტრაცია იწვევს ემალის დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს აწეულ მგრძნობელობას ტემპერატურულ გამღიზიანებელზე (ცივი და ცხელი). განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბავშვების კბილები, ჩამოუყალიბებელი მინანქრით.როგორც კბილებისათვის, ასევე მთელი ორგანიზმისათვის სასარგებლოა ადამიანისათვის საჭირო ვიტამინებით მდიდარი ნატურალური წვენები.
2012-08-07დაწვრილებით

ჩაი – ყველაზე სასარგებლო სასმელი
ჩაის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. განსაკუთრებით ხშირად მწვანე ჩაის სიკეთეზე ლაპარაკობენ, თუმცა მას არც შავი ჩაი ჩამოუვარდება, განსაკუთრებით, თუ შავ ჩაის რძესაც შეურევთ. ახალმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რძიანი შავი ჩაი კარგი საშუალებაა გულის პრობლემების პროფილაქტიკისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და აუმჯობე... სებს გუნება-განწყობილებას.ლონდონის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის სკოლის ბრიტანელი პროფესორი, ფიტოქიმიის სპეციალისტი სიმონ გიბსონი აღნიშნავს, რომ დღეში სამი ახლადდაყენებული ფინჯანი ჩაი, დაიცავს და შეუნარჩუნებს ჯანმრთლეობას ადამიანს. მისივე თქმით ასეთი უბრალო რიტუალით შესაძლებელია ადამიანის გადარჩენა საშინელი დაავადებისგან, როგორიცაა ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნეები და სხვადასხვა ინფექციები. შავი ჩაი სასარგებლოა ასაკოვანი ქალბატონებისთვისაც. ასაკის მატებასთან ერთად მათი ძვლები სულ უფრო მყიფე ხდება, დღეში ოთხი ფინჯანი შავი ჩაის დახმარებით კი ძვლებს სიმტკიცე შეემატებათ. საერთოდ, მეცნიერები ოპტიმალურ დღიურ ნორმად 3-8 ფინჯან ჩაის მიიჩნევენ და თუ ჩაის კარგ კომპანიაშიც მიირთმევთ, ეს მთელ დღეს გაგიხალისებთ.მწვანე ჩაი განწყობას აუმჯობესებს, შრომისუნარიანობასა და ამტანობას ამაღლებს, აზროვნებას აფხიზლებს, კონცენტრაციასა და აქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნას ეხმარება, მატებს ძალას, ხსნის დაღლას, გახდომასა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ეხმარება.
2012-08-07დაწვრილებით

მკურნალი ყავა
ყავის მასტიმულირებელ თვისებებზე დღეს ბევრს საუბრობენ. ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. არსებობს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც დამზადებულია კოფეინის დამატებით და ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ფუნქციას.ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ან 3 ფინჯან ყავაზე მეტს მიირთმევენ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მას. მეცნიერთა აზრით, საქმე ის არის, რომ კოფეინი ხელს უშლის ქოლესტერინული ნალექის წარმოქმნას. კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. დამტკიცებულია, რომ 1-2 ფინჯანი ყავა, ასევე, გვეხმარება უკეთესად მოვახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე.თუმცა ისე, როგორც ყველაფერმა, ყავის უზომოდ მიღებამ შეიძლება, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 250 მლ-ზე მეტი ყავის დალევას შეუძლია, გამოიწვიოს აღგზნება, უძილობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია და ა. შ. სრულიად საკმარისია დღეში 3 - 5 ფინჯანი ნატურალური ყავა დავლიოთ, რომ ყავას შევეჩვიოთ და როგორც იტყვიან კოფემანები გავხდეთ.კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ კუჭის წყლულის დროს კი მავნებელია მასში შემავალი ნივთიერებების გამო.ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.
2012-08-07დაწვრილებით

ღვინის სასარგებლო თვისებები
საქართველოში ბიოლოგიური (სამკურნალო) ღვინის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა ყურძნისაგან უკვე ქართული ვაზის ნერგის საერთაშორისო სერთიფიცირებით არის უზრუნველყოფილი. ღვინით მკურნალობას ენოთერაპია ეწოდება და მკურნალობის პრინციპი განსაზღვრულია: სვით ცოტ–ცოტა და ხშირ–ხშირად!... ღვინის სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია მეცნიერულად და საერთაშორისო სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ის, ვინც ყოველდღიურად 200-300მლ, ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე პრინციპული არამსმელები ან ლოთები.ღვინით მკურნალობის მეთოდს ისტორიულად ღრმა ფესვები აქვს საქართველოშიც. მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერ–სპეციალისტთა აზრით მევენახეობა–მეღვინეობა საქართველოში უკვე 8000 წელია რაც არსებობს.ღვინის სამკურნალო–გამაჯანსაღებელიეფექტი განპირობებულია მასში შემავალი სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტებით (800-ზე მეტი კომპონენტი). ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკრო ელემენტებით.ღვინის სამკურნალო თვისებები ვრცელდება გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, აქვს ანტიოქსიდანტური, ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანტისტრესულუ და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.სამკურნალო თვისებებით განსაკუთრებულად გამოირჩევა საფერავის ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ღვინო. ქალბატონებისათვის სასურველია 200-250მლ., ხოლო მამაკაცებისათვის 250-350მლ. ღვინის მიღება ყოველდღიურად. ეფექტის მისაღებად საჭიროა მისი რეგულარულად მიღება და ამ წესების დაცვის შემთხვევაში „ღვინო ჯანმრთელი ადამიანისათვის ავადმყოფობისაგან თავდაცვის, ხოლო ავადმყოფთათვის – გამოჯანმრთელების წყაროდ მოგვევლინება.“ (დოქტორი გუაზი)
2012-08-07დაწვრილებით

ზღვის ანუ მოძრაობის დაავადება
ზღვის ანუ მოძრაობის დაავადება გამოვლინდება ძილიანობით, თავბრუსხვევით, გულისრევით და პირღებინებით. პირველად ეს დაავადება აღმოაჩინეს, მაშინ როცა უკვე დაიწყეს მოგზაურობა გემით და აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. იგი შეიძლება განვითარდეს არა მარტო გემით, ასევე ავტომობილით, თვითმფრინავით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. ძირითადად მოძრაობის დაავადება გ... ამოვლინდება კუჭ–ნაწლავის პრობლემებით და ყველაზე არასასიამოვნო მათ შორის არის ღებინება. ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ზემოთაღნიშნული დაავადება ვერავითარ სიამოვნებას ვერ განიცდიან მოგზაურობისა და ექსკურსიის დროს. თვით მეზღვაურებსაც ხშირად აწუხებთ ეს დაავადება. მაგალითად, ადმირალი ნელსონი მწარედ იტანჯებოდა ამ დაავადებით.როგორ ვებრძოლოთ მოძრაობის დაავადებას?პირველ რიგში მგზავრებს ვურჩევთ ტრანსპორტით მგზავრობის დროს იყურონ წინ და არა გვერდზე. არ არის რეკომენდირებული წიგნის კითხვა და მგზავრობის წინ საკვების მიღება.პრეპარატი, რომელიც ეფექტურად ებრძვის მოძრაობის დაავადებას შემთხვევით იქნა აღმოჩენილი 1949წ. დრამინა, მრავალრიცხოვანი მეცნიერული კვლევების საფუძველზე ეფექტურად გამოიყენება მოძრაობის დაავადების ისეთი ნიშნების აღსაკვეთად როგორიცაა თავბრუსხვევა და პირღებინება ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტში (ავტომობილი, თვითმფრინავი, გემი და ა.შ.) მგზავრობის დროს.ძალიან ბევრ ქვეყანაში დრამინა პარაცეტამოლთან, იოდთან და ანტიდიარეულ საშუალებებთან ერთად სამგზავრო, პირველადი დახმარების სააფთიაქო ნაკრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მასთან ერთად შეგიძლიათ თამამად იმოგზაუროთ ნებისმიერ კრუისში დაწყებული მსუბუქი ავტომანქანით დამთავრებული იახტით.
2012-08-07დაწვრილებით

ორგანიზმისთვის სასარგებლო დიეტა
დიეტა-ბერძნული სიტყვაა და ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმს ნიშნავს. ადამიანი მაშინ მიმართავს დიეტას, როცა აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ექიმის გარეშე დიეტის დაცვა სასურველი არ არის. ფორმაში რომ იყოთ, დაიცავით შემდეგი წესები: ... * მეტი იმოძრავეთ – როდესაც თავისუფალი წუთები გექნებათ, თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ: რამდენიმე მარტივი სავარჯიშო გააკეთეთ, იხ¬ტუნავეთ სახტუნაოთი ან იცეკვეთ. იყოლიეთ ძაღლი. თუ ძაღლთან ერთად 15 წუთს გაისეირნებთ, 60 კალორია ისე გაქრება, ვითომ არც ყოფილა. * მიირთვით ხშირად და ცოტ-ცოტა – ასე აარიდებთ თავს ზედმეტ კილოგრამებს. * შეამცირეთ ცხიმები – დღის განმავლობაში ქალმა, საშუალოდ, 75 გრამზე მეტი ცხიმი არ უნდა მიიღოს. ამიტომ ქათამსა და ხორცს ცხიმი მოაშორეთ და ისე მიირთვით. იოგურტიც კი უცხიმო ჭამეთ. * წაიხემსეთ – ზოგიერთს მიაჩნია, რომ დღის განმავლობაში გაჩენილ შიმშილის გრძნობას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. არ დაიჯეროთ! ამ დროს ორგანიზმი დაცვის რეჟიმზე გადადის და ენერგიას ინახავს ანუ ცხიმს აგროვებს. თუ მოგშივდებათ, რომელიმე ხილი მიირთვით, ოღონდ სადილამდე ორი საათით ადრე ან სადილობიდან ერთი საათის შემდეგ. * ზომიერებას ნუ დაივიწყებთ – ჭამის დროს ბევრ წყალს ნუ დალევთ. * იკვებეთ მრავალფეროვნად – ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ცილები, ცხიმები და ნახ¬შირწყლები. დღეს ქათამი მოამზადეთ, ხვალ – თევზი, ზეგ – ხბოს ხორცი, მერე ფაფის დღე გამოაცხადეთ ან მხოლოდ ბოსტნეული მიირთვით. * შეაფასეთ საკვების გემო – ისწავლეთ საკვებით ტკბობა. კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა. უარი უნდა თქვათ „ცარიელ“ კალორიებზე. ალკოჰოლსა და ტკბილეულში დიდი რაოდენობით ცხიმები და შაქარია, თუმცა ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს.
2012-08-07დაწვრილებით

ბანანი
ბანანი ზღაპრული ხილია, რომელიც მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიითა და სასარგებლო ნივთიერებებით. კარგ ბანანს აქვს წვნიანი ყვითელი ფერი, აქვს გლუვი, მბზინავი ზედაპირი, თუმცა ისეთი ნაყოფიც კი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად ვერ გამოიყურება, სულაც არ არის საკვებად სახიფათო.... არსებობს ბანანის ნაირსახეობა, მათ შორის ვაშლის გემოთი, რომელსაც მიირთმევენ მაშინ, როცა ნაყოფი მთლიანად შავდება. არსებობს წითელი ბანანი, რომელიც სუფრის ბანანს ჰგავს, მაგრამ წითელ–ყავისფერი, წითელ–ბორდოსფერი კანი აქვს, ხოლო ნაყოფი კი – ვარდისფერი.ბანანს შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის მომატება, მასში არის რკინის დიდი რაოდენობა. ბანანი ერთადერთი ცოცხალი ხილია, რომლის ჭამაც შესაძლებელია გამწვავებული წყლულის დროსაც. ის ანეიტრალებს გაზრდილ მჟავიანობას და კუჭის ლორწოს გაღიზიანებას ამცირებს. ბანანი ქრონიკული გასტრიტის დროს მდგომარეობას აუმჯობესებს. ბანანს აქვს ბუნებრივი გამანეიტრალებელი მჟავის შემცველობა, ამიტომ გულძმარვასთან ბრძოლაში ბრწყინვალე საშუალებას წარმოადგენს.მანამდე, სანამ მწერის ნაკბენზე რაიმე კრემს წაისვამდეთ, სცადეთ ნაკბენზე ბანანის ქერქის შიდა მხარის წასმა. ბევრ ადამიანს საოცრად ეფექტურად მიაჩნია ეს საშუალება გაღიზიანებისა და ნაკბენის შესიების დროს.სკოლის მოსწავლეებმა და არა მარტო მათ, საუზმეზე, დასვენებებსა და სადილზე უნდა ჭამონ ბანანები იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობანი.
2012-08-07დაწვრილებით

ლუდი
თითქმის ემთხვევა ერთმანეთს დედამიწის შექმნისა და ლუდის წარმოების ტრადიცია. დღევანდელი ლუდი წინამორბედისაგან გემოთი რა თქმა უნდა განსხვავდება, მაგრამ რიგ ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ ის უძველესი რეცეპტები, რითაც მას ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ. თანამედროვე ალკოჰოლიანი ლუდის გამომგონებლად ბავარიელებს მიიჩნევენ. ... ნამდვილი ლუდისათვის აუცილებელია 9 კომპონენტის არსებობა. როგორიცაა წყალი, მუხუდო და სხვადასხვა სუნელი. წყალი ლუდში დაახლოებით 90%-ია,ამიტომ მას ლუდის შემადგენლობაში წამყვანი ადგილი უკავია. ხშირად მუხუდოს სხვადასხვა თავთავიანი კულტურით ცვლიან. ლუდის ხარისხს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაფილტვრის ტექნოლოგიები განსაზღვრავს. მის შემადგენლობაში, რიგ ქვეყნებში სხვადასხვა კომპონენტებს უმატებენ. კარგ ლუდს ქაფი 3წთ-ზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, იგი უნდა იყოს თეთრი, მკვრივი და შედგებოდეს პატარა ბუშტულებისაგან. ნაბახუსევზე ლუდი იმ შემთხვევაში შველის, თუ მას გაზგამოცლილს მივერთმევთ.ლუდი დაბალტონუსიანი, მატონიზირებული გამაგრილებელი სასმელია. იგი ადამიანში მადას აღვიძებს და საკვების მონელების პროცესს უწყობს ხელს. წყაროებიდან ცნობილია, რომ ცხელი ლუდი კბილის ტკივილს აყუჩებს, ამასთანავე ყელის ტკივილსაც კურნავს. ლუდს აგრეთვე ქოლერის წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებენ.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ლუდი არც წონის მომატებას იწვევს, რადგან თუ კალორიების მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი არ აღემატება ხილის წვენის ან გაზირებული შაქრიანი წყლის კალორიულობას. აქ, რასაკვირველია უნდა გამოვრიცხოტ შავი ლუდი, რომელიც კალორიებით მდიდარია. აქვე დასძენენ, რომ ორგანიზმი 1 ჭიქა კოკა-კოლას უფრო მძიმედ გადაამუშავებს, ვიდრე 3ლ ლუდს.
2012-08-07დაწვრილებით

ცელულიტი და მასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულებები
რა არის ცელულიტი? ეს არის ბორცვებიანი, ორმოებიანი კანი რომელიც ჩნდება დუნდულებზე, თეძოებზე, მუცელზე და ასევე მკლავებზეც, რომლის ძირითადი მიზეზებია სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელები, არაჯანსაღი და კალორიული საკვები. ცელულიტმა არ იცის ასაკი (რა თქმა უნდა თოთო ბავშვებზე არ გვაქვს საუბარი... ), არ იცის გამხდარი და მსუქანი. ცელულიტთან ბრძოლა და პროფილაქტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც გულისხმობს აქტიურ სპორტულ ცხოვრებას და ჯანსაღი კვების დაცვას .ცელულიტი უფრო მკვეთრად ჩანს მშრალ კანზე, ამიტომ ტანის კრემი ხელს უწყობს შეამციროს მისი ხილვადობა. ჩვეულებრივ კრემებთან ერთად გამოიყენეთ დამატენიანებელი და ანტიცელულიტური კრემებიც, რომლებიც კანის დატენიანებასა და მის გამკვრივებაში დაგეხმარებათ.ასევე ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ეფექტური საშუალებაა კონტრასტული შხაპის მიღება, რაც კანს მეტ სიმკვრივესა და ელასტიურობას შესძენს , აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. დაიწყეთ უმნიშვნელო კონტრასტით: თბილი წყალი –38 გრადუსით; ცივი–28. ხანგრძლივობა: თბილი–წუთნახევარი, ცივი–ნახევარიწუთი. გააკეთეთ 5 ციკლი და თანდათანობით გაზარდეთ სითბური კონტრასტი. პროცედურის ბოლოს თბილი წყალი უნდა იყოს 40 გრადუსი, ხოლო ცივი –20. მთელი პროცედურა 10 წუთს წაგართმევთ. არ არის რეკომენდირებული კონტრასტულ შხაპის მიღება კრიტიკულ დღეებში. შხაპის შემდეგ აუცილებლად წაისვით კოსმეტიკური რძე ტანისათვის ან ანტიცელულიტური კრემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი დამატენიანებელი ან გასამკვრივებელი რძეც. 10 გრამ ძირითად შემადგენელზე უმატებენ 5 წვეთ ეთერზეთს, ურევენ და მასაჟის ტიპის მოძრაობებით ისმევენ კანზე.ეს პროცედურები არ წაგართმევთ ბევრ დროსა და ფულს და შედეგიც დიდხანს არ დააყოვნებს. როცა მომავალში ზღვაზე წახვალთ და იგრძნობთ, რომ ამის შემდეგ საცურაო კოსტუმით პლაჟზე გასვლა აღარ გრცხვენიათ, მიხვდებით, რომ წვალება ამაო არ ყოფილა.
2012-08-07დაწვრილებით

თაფლი
მსოფლიოს სხვადასხვა ერების კულტურაში, თაფლმა ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და გასცდა მის პირველად დანიშნულებას. ადამიანმა პირველად თაფლს გემო მაშინ გაუსინჯა, როცა შემთხვევით ფუღუროში ფუტკარჩაბუდებული ხე მოჭრა. მიაგნებდა თუ არა თაფლით სავსე ფუღუროს, ფუტკარს ხოცავდა, ნადავლი კი შინ მიჰქონდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ხე მოენიშნა, ნაწილი თაფლი წაეღო, ნაწილი ფუტკრისა... თვის დაეტოვებინა. ასე დაიბადა პირველი სკაც და მეფუტკრეც. ცოტა ხანში ერთის მიერ მონიშნულ ხეს მეორე მიაგნებდა და იპარავდა. ამან აიძულა ადამიანი მოეჭრა ხის ფუღუროიანი ნაწილი და თავის ეზოში დაედგა. ასე იქცა თაფლი ადამიანისათვის მეტად საჭირო პროდუქტად.როგორც ცნობილია თაფლი არა მარტო საკვებია, არამედ სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.აკაციის - გამოიყენება ენერგიის სწრაფად აღმდგენ საშუალებად. უძილობის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების და ნაწლავების სამკურნალოდ.ცაცხვის - ახასიათებს ანთებითი პროცესების სამკურნალო თვისება. გამოიყენება ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, ტრაქეიტის, გრიპის, ანგინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ.მინდვრის - ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო თაფლად. ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს.წაბლის - მიუხედავად მომწარო გემოსი, საუკეთესოა ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალოდ.თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმა სრულ ასაკოვანთათვის 100 გრ., ბავშვებისათვის Р30-50-გრ-ია (დღეში 2-3-ჯერ).
2012-08-07დაწვრილებით

ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის.... იგი გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ და სასარგებლო კერძებს.სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი (მაგ: ქოლესტერინის სიჭარბით გამოწვეული გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და ზოგადად სიმსუქნე), შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა (ცელულიტის პროფილაქტიკა), დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.ამ მიზნის მისაღწევად გამოგადგებათ ჯანსაღი კვების პირამიდა.
2012-07-26დაწვრილებით

კიტრი
კიტრი ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული ანთების საწინააღმდეგო, დამაწყნარებელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება. მასში შემავალი პექტინები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აფერხებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტში ლპობის პროცესებს. არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უშლის წონაში მომატებას, კანს უნარჩუნებს... ტონუსსა და ელასტიურობას, კლავს წყურვილს.უძველესი დროიდან კიტრს იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ნაოჭების საწინააღმდეგოდ კიტრის ნაჭრები სახეზე უნდა დაიდოთ 15წთ–ით .აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ სახის გამწმენდი ლოსიონი: გახეხილი კიტრი გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლაში, მიღებულ წვენს დაასხით 2-ჯერ მეტი სპირტი და შეინახეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში. გამოყენებისას ლოსიონი უნდა გააზავოთ ანადუღარი წყლით 1:2-ზე.ღვიძლითა და თირკმლით დაავადებულებს ენიშნებათ კიტრით განტვირთვის დღეები. გასტრიტის და წყლულების გამწვავების დროს რეკომენდირებულია თაფლგარეული კიტრის წვენის მიღება.
2012-07-26დაწვრილებით

საზამთრო – დიეტური საჭმელი
ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენ ხშირად უპირატესობას საზამთროს ვანიჭებთ. ჯერ კიდევ 4000 წლის წინ, ძველი ეგვიპტელები სიამოვნებით მიირთმევდნენ.თუ გსურთ გახდეთ, დაიცავით საზამთროს დიეტა. ამ დროს ინტენსიურად გამოიდევნება სითხე, იწმინდება ორგანიზმი ტოქსინებისაგან, მცირდება თირკმლების დატვირთვა, არ გროვდება ცხიმი, ფოლიუმის მჯავა, რომელსაც საზამთრო შეიცავს, ანეიტრალებს ზედმეტ მჟავას, რო... მელიც ორგანიზმში გროვდება საკვები პროდუქტებიდან (კვერცხი, თევზი, პური და ხორცი).საზამთრო, როგორც შერდმდენი, სითხესთან ერთად ორგანიზმიდან გამოდევნის გულისთვის საჭირო ნატრიუმსა და კალიუმს ამიტომ გულ–სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებმა ზომიერად უნდა მიირთვან. საზამთროს დიეტა არარეკომენდირებულია მათთვის, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვთ, დიაბეტიკებისათვის, კუჭუკანა ჯირკვალით და პიელონეფრიტით დაავადებულთათვის. საზამთრო ეფექტური ჭიის წამალია. მისი გამოყენება შესაძლებელია შაკიკის დროს. თუ ქორფა საზამთროს ქერქს შიგა მხრიდან საფეთქლებსა და შუბლზე 20–30 წუთით დაიდებთ და შეიკრავთ შემოტევა გაგივლით.საზამთრო ასუფთავებს ორგანიზმს, განტვირთავს ზედმეტი სიცხისაგან, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე ადამიანს იცავს სკლეროზისაგან, სიმსივნეების წარმოქმინსაგან და გასუქებისგან.
2012-07-26დაწვრილებით

პომიდორი – სასარგებლო ბოსტნეული
პომიდორი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის იდეალურია ორგანიზმში მინერალების ნაკლებობის დროს. პომიდორი შეიცავს კალიუმს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. ასევე, შეიცავს მაგნიუმს, რკინას (აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისათვის), თუთიას, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას, ჭრილობების შეხორცებას, თმის ზრდასა და მ... ის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მასში შემავალი ფოსფორი კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს.პომიდორში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება. შეიცავს B1, B2, B3, B6, E და C ვიტამინებს. ეს ბოსტნეული ასევე შეიცავს ნივთიერება ლიკოინს – ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფს წითელ შეფერილობას აძლევს, ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარებას. პომიდორის და/ან მისი წვენის ჭარბად მიღება ასევე, მნიშვნელოვანია გარუჯვის დროს, ვინაიდან მასში შემავალი ანტიოქსიდანტი – ლიკოინი იცავს ორგანიზმს მზის სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. იგი ასევე ამცირებს სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს. ლიკოინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ, გირჩევთ პომიდვრის გამოყენებას ზეთთან, ასევე არაჟანთან და ცხიმიან საკვებთან ერთად.პომიდორი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მასში აღმოჩენილია, ეგრეთ წოდებული, „ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული სეროტონინი და თირამინი – ეს ის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. ამის ხარჯზე, პომიდვრის ჭამის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობა მკვეთრად უუმჯობესდება, სტრესულ სიტუაციებში კი მისი მირთმევა ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტული საშუალება.პომიდვრის წვენის დალევა კარგია ნივთიერებათა ცვლის და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის დროს. ასევე, პომიდვრის წვენი კარგია ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც.პომიდორი მორცხვს ათამამებს. მასში დიდი რაოდენობითაა ჰიდროქსიტრიპტამინი, რომელიც ისევე მოქმედებს, როგორც სეროტოტინი. პომიდორს უწოდებენ „სიყვარულის ვაშლსაც“. სასურველია, მორცხვმა ადამიანმა პომიდორი პაემანზე წასვლის წინაც მიირთვას.
2012-07-26დაწვრილებით

კივი
კივი არამარტო ეგზოტიკური ხილია, არამედ გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. იგი ეხმარება ადამიანს ჭარბი წონის შემცირებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.მის შემადგენლობაში შედის „C“–ვიტამინის აუცილებელი, ყოველდღიური საჭირო დოზა, ასევე „E“და „B“ ჯგუფის ვიტამინები. მასში უფრო მეტი კაროტინია, ვიდრე სტაფილოში, მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით.კივში შემავალი კალიუმის შემც... ველობა ეხმარება გულის კუნთს ნორმალურ ფუნქციონირებაში და განაპირობებს არტერიული წნევის შენარჩუნებას ნორმის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია მაგნიუმისა და კალციუმის შემცველობა, რაც საყრდენ–მამოძვებელი აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. იგი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, შლის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს სისხლძარღვების კედლებზე, აფერხებს ფიზიოლოგიური დაბერების პროცესებს.ორი საშუალო ზომის კივის მიღება განაპირობებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს საკვების მონელების პროცესებს.სამკურნალო მიზნებისთვის კივი უნდა მიიღოთ 1 სთ–ით ადრე ჭამამდე ან ჭამის დასრულებიდან 2სთ–ის შემდეგ. ჭარბწონიანობის შემთხვევაში დღეში 2-4 კივის მიღება უკვე ერთ თვეში შეამცირებს წონას, მიუხედავად იმისა, შეცვლით თუ არა თქვენს საკვებ რაციონს.
2012-07-26დაწვრილებით