სტაჟირების ცენტრი

 შპს ,,ემ ფარმა“ -ს ტრენინგ-ცენტრი გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადების კურსს სტაჟირებით.    კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება და, ასევე, დასაქმება სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.    სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელი შეისწავლის ყველა ძირითადი ტერმინის განმარტებას, სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამებს, ცვლის გადაბარების წესებს. სპეციალისტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას აფთიაქის ფუნქციონირებაში. შეისწავლის  მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპებს.

სასწავლო პროგრამის ძირითადი თემები:

  • აფთიაქის სტრუქტურა, ფუნქციონირება;
  • ფარმაცევტის კომპედენციები და ფუნქციები;
  • მერჩენდაიზინგი და მედიკამენტების განლაგების სპეციფიკა აფთიაქში;
  • სააფთიაქო ასორტიმენტი: მედიკამენტები, საფირმო დასახელება, გენერიული დასახელება, ფარმაკოლოგიური ჯგუფი, სინონიმები, ანალოგები;
  • აფთიაქში პროდუქციის რეალიზაცია;
  • სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა.

თეორიული კურსის ძირითადი თემები:

  • აფთიაქი, მისი სტრუქტურა. რეცეპტის გამოწერის წესები;
  • ანტიპირეტული, მუკოლიზურ-ამოსახველებელი, ბრონხოლიზური საშუალებები, ცხვირის წვეთები;
  • ანტიბიოტიკები: პენიცილინები, მაკროლიდები, ამინოგლიკოზიდები;
  • ანტიბიოტიკები: ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, ფტორქინოლონები, სულფანილამიდები;
  • ანტიპროტეოზოლური, ანტიჰელმინთური,  ანტიმიკოზური საშუალებები;
  • არასტეროიდები, სტეროიდები, ტკივილგამაყუჩებლები;
  • ანტიჰისტამინური, იმუნომასტიმულირებელი, საშ. ვიტამინები, ჰორმონალური პრეპარატები;
  • კუჭის წყლულის, დისბაქტერიოზის სამკ. საშუალებები, ფერმენტები;
  • ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, დიურეტიკები;
  • ფარმაცევტული მარკეტინგის ძირითადი პრინციპები, მომხმარებლის ფსიქოლოგია;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის და ეფექტური მომსახურების ძირითადი პრინციპები;
  • მერჩენდაიზინგი აფთიაქში.

პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (შპს ,,ემ ფარმა“-ს  სააფთიაქო ქსელში).

თეორიული კურსის ხანგრძლივობაა: 2 თვე (16 საათი) მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.

 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი , ასევე ტესტირების ქულების მიხედვით წარმატებულ მსმენელებზე  გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მის: ქ. თბილისი, დგებუაძისქ. N1 (ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობა)

ტელ: 2 95 10 24

ელ-ფოსტა: mpharma@mpharma.ge

ვებ-გვერდი: http://www.mpharma.ge/

Facebook:  https://www.facebook.com/emfarma?fref=ts